ავტოავარიებში გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდაზე საპარლამენტო უმრავლესობა პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს

ავტოავარიებში გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდაზე საპარლამენტო უმრავლესობა პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს

access_time2016-06-01 15:55:05

 

ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ამ ვითარებაში ხელისუფლება სიტუაციის გამოსასწორებლად გადამწყვეტ ზომებს არ იღებს, საპარლამენტო უმრავლესობა კი ამ მძიმე სტატისტიკაზე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს.

 

მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა, რაც საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს. სწორედ ამიტომ „კომერსანტმა" ამ საკითხზე პასუხი ორივე მხარისგან მოითხოვა. ადამიანების უნარ-ჩვევებს ქვეყნის კანონმდებლობა აყალიბებს, შესაბამისად, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში პარლამენტის როლი გამსაზღვრელია. მიუხედავად ამისა, როცა პრობლემაზე სასაუბროდ „კომერსანტი" პარლამენტის წევრებს დაუკავშირდა და დასვა კითხვა, ხედავენ თუ არა საკუთარ პასუხისმგებლობას ავტოავარიებში გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდაზე, ჩვენს კითხვას პარლამენტარების მხრიდან გაღიაზიანება მოჰყვა. როგორც ჩანს, ქართველ პარლამენტარებს, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გაუთვიცნობიერებიათ, რომ დეპუტატობა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების კეთებას არ ნიშნავს და ისინი საკუთარი ამომრჩევლების წინაშე არიან პასუხისმგებლები, მათ შორის იმ კანონების მიღებაზე, რომლებმაც ადამიანების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. 

 

უკვე რამდენიმე თვეა „საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვას, ასევე მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემის დაწესებას ითვალისწინებს, პარლამენტშია გაჩერებული. თავის დროზე ეს კანონპროექტი სწორედ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით სიტუაციის გასაუმჯობესებლად შეიმუშავეს, თუმცა მისი განხილვა შეჩერებულია.

 

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ამბობს, კანონპროექტი მის კომიტეტში მთავრობის მოთხოვნით არის გაჩერებული, რადგან მთავრობას კანონპროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანა სურს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი საპირისპიროზე საუბრობენ. როგორც „კომერსანტს" უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სამინისტრომ ცვლილებები პარლამენტს გადაუგზავნა და ახლა ჯერი საკანონმდებლო ორგანოზეა.

 

სანამ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ერთმანეთისკენ ხელს იშვერს, სტატისტიკა ყოველდღიურად დაღუპულთა და დაშავებულთა ახალ მონაცემებს აფიქსირებს. მაგალითად, 2016 წელს 3 თვის განმავლობაში 102-ით მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ვიდრე შარშან ამავე პერიოდში. დაშავდა 106-ით მეტი ადამიანი. მათ შორის 49-ით მეტი ქვეითი. მხოლოდ წლევანდელი წლის პირველ სამ თვეში ავარიების შედეგად 143 ადამიანი დაიღუპა, 2000-მდე ადამიანი კი დაშავდა.

 

სიჩქარის გადაჭარბება, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა, არასწორი მანევრირება - სწორედ ეს მიზეზები სახელდება ავარიის გამომწვევ მთავარ ფაქტორებად.

 

ამ საკითხს „კომერსანტმა" არაერთი მასალა მიუძღვნა, რამდენიმე დღის წინ პრობლემა საკმაოდ მწვავედ დააყენა ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმაც, რომელმაც ღია წერილით შს მინისტრს მიმართა და ავარიების შესამცირებლად მკვეთრი რეაგირება მოსთხოვა.

 

„კომერსანტი" ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა და მოითხოვა პასუხი, თუ რატომ გახშირდა საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვი და რას აკეთებს უწყება პრევენციისთვის?

 

შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო ცხადაძემ განგვიცხადა, რომ სწორედ არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად უწყებამ მასშტაბური კამპანია სახელწოდებით „შენი გულისთვის - შენი უსაფრთხოებისთვის" წამოიწყო. ახალი პროგრამა, საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, ფართომასშტაბიან სოციალურ კამპანიას მოიცავს, რომლის მიზანი საგზაო უსაფრთხოების საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.

 

„ჩვენი მინისტრის მოადგილეებიც ამას ამბობენ, რომ მომატებულია და გახშირებულია ასეთი შემთხვევები, სწორედ ამიტომ დავიწყეთ ეს კამპანია და ამიტომ შემუშავდა ეს კანონპროექტი და ვმუშაობთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ ჩვენი ნაბიჯი, ვფიქრობთ, რომ გადავდგით",- აცხადებს ნინო ცხადაძე.


 

რატომ არის გაჩერებული კანონპროექტი პარლამენტში, რომელიც საგზაო უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას უზრუნველყოფს? რატომ არ არის დაინტერესებული საკანონმდებლო ხელისუფლება, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს მიღებული ცვლილებები და უსაფრთხოების სტანდარტები დაიხვეწოს? იზიარებენ თუ არა პასუხისმგებლობას პარლამენტის წევრები საკუთარი უმოქმედობის გამო იმ ავტოსაგზაო შემთხვევებზე, რომლებიც ფატალური შედეგით სრულდება?

 

„კომერსანტმა" ამ კითხვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართა. მათმა პასუხებმა დაგვარწმუნა, რომ დეპუტატები ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდაში საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებენ.

 

„მაპატიეთ, მაგრამ თქვენ თუ სიჩქარეს გადააჭარბეთ, პასუხისმგებლობა ჩემზე უნდა იყოს? მე რომ გავიდე და ვიღაცას თოფი ვესროლო, ამაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს პარლამენტი ან მთავრობა?", - ასე უპასუხა „კომერსანტს" იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ.

 

გაუგებარია, რატომ ფიქრობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, რომ კანონის შეცვლა სიტუაციას არ გამოასწორებს. რადგანაც რეალურად ადამიანების ქცევას ქვეყანაში სწორედ კანონმდებლები განსაზღვრავენ - სწორედ მათ მიერ შემუშავებული კანონები აყალიბებენ მოქალაქეების უნარ-ჩვევებს და იმას, თუ რამდენად ემორჩილებიან ისინი ქვეყნის სამართალს.

 

აშშ-სა და ევროპაში მაღალ მოქალაქეობრივ შეგნებასა და კანონისადმი პატივისცემას განაპირობებს არა გენეტიკური მიზეზები, არამედ ის, რომ ეს ადამიანები იზრდებიან ქვეყანაში, სადაც კანონმდებლები სწორ კანონებს იღებენ და სადაც იციან, რომ კანონის დარღვევის შემთხვევაში, მათ პასუხი მოეთხოვებათ.

 

ვახტანგ ხმალაძე კი ამბობს, რომ სანქციების გამკაცრება გამოსავალი არ არის, რადგანაც ეს მნიშვნელოვნად არ ცვლის გარემოს და მთავარი პრობლემა, დეპუტატის შეფასებით, ადამიანთა შეგნებაშია.

 

„ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა რიცხვი იმის გამო იზრდება, რომ ხელისუფლება სანქციებს არ ამკაცრებს. თქვენ როგორ გგონიათ, ჯარიმა თუ გაიზრდება, ავარიების რაოდენობა შემცირდება? ასეთი რამე არ შველის. რა შველის? შეგნება და წესისადმი მორჩილება.

 

მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ - ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, თუ არ ვცდები, სკანდინავიის ქვეყანაში, ვერაფრით რომ ვერ დააგდებინეს სიჩქარე მძღოლებს, დააყენეს ნიშნები, კამერები, სანქციები გაამკაცრეს და ა.შ., მაინც ვერ გამოიღო ამან შედეგი, რომ მძღოლებს ერთი კონკრეტული მონაკვეთი გაევლოთ დაბალი სიჩქარით. იცით რა გააკეთეს?გზის ამ ნაწილზე დააგეს გოფრეები, პატარა ბორცვები, რომლის გამოც სწრაფად სიარული აქ შეუძლებელი იყო. სწორედ ამის შემდეგ მოხდა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე შემთხვევების შემცირება",- აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

 

ავტოავარიებთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი „კომერსანტთან" ამბობს, რომ ამ დროისთვის პასუხის გასაცემად მზად არ არის და რაც ყველაზე მთავარია, ამ სფეროში კარგად ჩახედული არაა.

 

მისი თქმით, ავარიებთან დაკავშირებით ზუსტი სტატისტიკა არ აქვს, თუმცა იცის, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანების საკითხის მიღება დროებით გადადებულია. დეპუტატი ამბობს, რომ გარკვეული დროიდან ამ კუთხით შეზღუდვები აუცილებლად დაწესდება.

 

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, რომელიც მას, როგორც საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატს ეკისრება, პაპუაშვილმა „კომერსანტის" ამ შეკითხვას თავი აარიდა.

 

„მარჯვენასაჭიანების გამო, შესაძლოა, მართლაც იყოს ავარიების შემთხვევები, თუმცა, მსგავსი ფაქტები აქამდეც ხდებოდა და ცალსახად, მხოლოდ მარჯვენსაჭიანებზე დაბრალება არასწორია"-აცხადებს პაპუაშვილი.

 

დეპუტატ ომარ ნიშნიანიძეს კი კოლეგებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს. როგორც უმრავლესობის წევრმა „კომერსანტს" განუცხადა, ხელისუფლებამ საჭიროების შემთხვევაში არაპოპულარული ნაბიჯები უნდა გადადგას.

 

„პარლამენტი და აღმასრულებელი გუნდი სხვადასხვა გუნდი არ არის და მათ ევალებათ ერთმანეთისკენ მოძრაობა. მსჯელობა ამ კანონპროექტებთან დაკავშირებით უფრო აქტიურად უნდა წასულიყო. მკაცრი რეგულირება, რაც ადრე იყო, ჩვენ შევამცირეთ და ლიბერალური გავხადეთ და ამან არ გაამართლა. შემდეგ დავიწყეთ მისი გამკაცრება. მე მაინც ოქროს შუალედის მომხრე ვარ - არც ძალიან მაღალი და არც ძალიან დაბალი უნდა იყოს სანქციები. ვერ გეტყვით ეს კანონპროექტი რატომ შეჩერდა, ერთ-ერთ მიზეზად ის მიმაჩნია,რომ მძღოლების მხრიდან უარყოფითი შეფასება მოჰყვა დაანონსებულ ცვლილებებს. მაგრამ ხელისუფლებას ევალება, რომ ზოგიერთი არაპოპულარული ნაბიჯიც გადადგას, თუ ეს საჭიროა",- აცხადებს ნიშნიანიძე.

 

თუმცა, გახშირებულ ავარიებზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას არ აკისრებს და აცხადებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების მომრავლების ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, ავტომობილების ძალიან გაზრდილი რიცხვი იყოს.

 

გაურკვეველია, რატომ არ იღებენ პასუხისმგებლობას ქვეყანაში არსებული მდგომარეობაზე პარლამენტის წევრები და ნაცვლად იმისა, რომ პრობლემებთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომებზე იმსჯელონ, პასუხისმგებლობას იცილებენ. შესაბამისად, საინტერესოა, თუ უმრავლესობის წევრები და ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, მაშინ, ვის ეკისრება ქვეყანაში პასუხისმგებლობა მოქალაქეების უსაფრთხოებასა და სიცოცხლეზე?!

 

 



არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით სასტუმროს აშენება გვინდა“

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით   სასტუმროს აშენება გვინდა“
access_time2020-02-24 16:30:04
„არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის „ტორპედო“  არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა,იტალიელმა ბიზნესმენმა ფაბიო მანინიმ...


მსგავსი სიახლეები

up