დავით მესხიშვილი: „ ყველა ტრაგედიას ერთი საფუძველი აქვს: სახელმწიფო სტრუქტურების უუნარობა, უმოქმედობა და არაკომპეტენტურობა“

დავით მესხიშვილი: „ ყველა ტრაგედიას ერთი საფუძველი აქვს: სახელმწიფო სტრუქტურების უუნარობა, უმოქმედობა და არაკომპეტენტურობა“

access_time2019-01-18 16:00:18


„გადავხედე ბოლო 4 თვეში მომხდარ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევებს და გარდაცვლილთა არასრულ ჩამონათვალს და შემზარავი სურათი მივიღე“.


ამის შესახებ „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარ საავტომობილო შემთხვევასთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.


მისივე შეფასებით, ყველა ტრაგედიას, მიუხედავად მათი გამომწვევი მიზეზისა, ერთი საფუძველი აქვს და ეს არის სახელმწიფო სტრუქტურების უუნარობა, უმოქმედობა, არაკომპეტენტურობა.


„კომერსანტი“ მესხიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


„ყველა შეგვძრა დიდ დიღომში მომხდარმა ტრაგედიამ. სამწუხაროდ ასეთი ტრაგედიებით გაჯერებულია საქართველოს გზებიც. დღეს კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავარია სამ სხვადასხვა მონაკვეთზე მოხდა და იგოეთთან დაიმტვრა 20-ზე მეტი ავტომობილი. უბრალოდ, გადავხედე ბოლო 4 თვეში მომხდარ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევებს და ამ შემთხვევებში გარდაცვლილთა არასრულ ჩამონათვალს. შემზარავი სურათი მივიღე.


  1. ვანში ავტოავარიას ახალგაზრდა ქალი და 7 თვის ბავშვი ემსხვერპლა- 9 სექტემბერი, 2018 წ.;

2.  გლდანში ავარიას ქვეითად მოსიარულე ორი ადამიანის, ქალისა და ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა-12 სექტემბერი, 2018 წ.;

3. გორი-მეჯვრისხევის გზაზე ავარიას მოტიციკლის მძღოლი, 45 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა-21 სექტემბერი, 2018 წ.;

4.თელავში, ავარიას ფეხით მოსიარულე შუახნის ქალი ემსხვერპლა-20 ოქტომბერი, 2018 წ.;


5. თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა-22 ოქტომბერი, 2018 წ.;

6. თელავში ავარიას ფეხით მოსიარულე შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა-28 ოქტომბერი, 2018 წ.;

7.გორთან ავარიის შედეგად 30-წლამდე ასაკის ორი მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა-28 ოქტომბერი, 2018 წ.;

8.ქედაში ავარიას პატარძალი და 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა- 1 ნოემბერი, 2018 წ.;

9.გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას ფეხით მოსიარულე შუახნის ქალი ემსხვერპლა-8 ნოემბერი, 2018 წ.;

10.ხობში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა-11 ნოემბერი, 2018 წ.;

11.ლაგოდეხში მამა-შვილი მოტოციკლით მიკროავტობუსს შეეჯახა, რასაც შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა-22 ნოემბერი, 2018 წ;

12. თელავში, სოფელ კისისხევში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა-24 ნოემბერი, 2018 წ.;

13.ზუგდიდში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა-30 ნოემბერი, 2018 წ.;

14. მცხეთასთან ავარიას ქვეითად მოსიარულე მამაკაცი ემსხვერპლა-8 დეკემბერი, 2018 წ.;

15.სოფელ ცაიშთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა-11 დეკემბერი, 2018 წ.;

16.ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელშიც სასწრაფოს ავტომობილი მონაწილეობდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა-11 იანვარი, 2019 წ.;

17.ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა-12 იანვარი, 2019 წ.;

18.ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა-15 იანვარი, 2019 წ.;

19. გორის რაიონის სოფელ ძევერასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მძღოლისა და მისი ფეხმძიმე მეუღლის სიცოცხლე ემსხვერპლა -15 იანვარი, 2019 წ.


და ეს არასრული ჩამონათვალია! ერთი წლის განმავლობაში დაშავებულ -დასახიჩრებულია რამდენიმე ათასი ადამიანი. დღემდე ვერ მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოს მთავრობამ გაიზიაროს ჩვენი რეკომენდაციები და შექმნას საგზაო უსაფრთხოებაზე ორიენტირებული სტრუქტურა (არსებული რესურსით). დღემდე შეცდომად მიმაჩნია, რომ ეკონომიკის სამინისტროა ქვეყანაში პასუხისმგებელი ტრანსპორტის პოლიტიკასა და საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის განხორციელებაზე, რომელიც თავისთავად უვარგისი და უსარგებლო დოკუმენტია და რომელსაც შედეგი არ მოაქვს. ამასობაში დავკარგეთ სიცოცხლითა და ჯანღონით სავსე უამრავი ადამიანი.


ყველა ტრაგედიას, მიუხედავად მათი გამომწვევი მიზეზისა ერთი საფუძველი აქვს და ეს არის სახელმწიფო სტრუქტურების უუნარობა, უმოქმედობა, არაკომპეტენტურობა. არ აქვს მნიშვნელობა რა ვითარებაში ვკვდებით, გზაზე, საკუთარ სახლში თუ სამუშაო ადგილზე, შედეგი მაინც ერთია - უდროო დროს შეჩერებული სიცოცხლე. დღეს ასეა, თუ ვამბობთ რომ დავკარგე ძვირფასი ადამიანი ან გარდაიცვალა ჩემი ნათესავი ან ავარიაში დაიღუპა ჩემი მეგობარი უკვე კარგია, იმიტომ რომ რახან ამ ამბის მოყოლის თავი გვაქვს, ესეიგი ჩვენ თავად ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ და ეს გვამშვიდებს! რა დონეზე დავეცით! ამას სახელმწიფოს გარდა ყველაფერი ქვია!,“-წერს მესხიშვილი.





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-14 21:00:21
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.გაყიდვები დაახლოებით 80%-ით შემცირდა - ღვინის მაღაზიები დახურვის პირას არიან გლობალური პანდემიის შედეგად, ტურისტების გარეშე დარჩენილი ბიზნეს სექტორი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მსოფლიო ლოქდაუნმა ღვინის მაღაზიები დახურვის პირას...

პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა

პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა
access_time2020-08-14 16:30:58
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა კორონავირუსის პანდემიის გამო 5000-დან 6000 ლარამდე იზარალა. როგორც „კომერსანტს“ მუზეუმის დირექტორმა თინათინ მამასტარაშვილმა უთხრა, სხვა მუზეუმების მსგავსად ივნისის თვეში მუშაობის განახლება  ვერ შეძლეს, რადგან ფინანსების არქონის გამო რეგულაციებით გათვალისწინებული ნივთები ვერ  შეიძინეს. „ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაშია და...

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა
access_time2020-08-14 12:55:34
„სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურების კომპლექსში „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა და ამიერიდან მომხმარებლებს „სმარტის“ ქსელში ყველაზე გემრიელი „დედა ხაჭაპურის“ დაგემოვნება გამარჯვებული ხაჭაპურის ავტორის რეცეპტით შეეძლებათ. „დედა ხაჭაპური“ იგივე იმერული ხაჭაპურია, რომელიც კონკურსის მონაწილე „სმარტის“ თანამშრომლემა კომპეტენტური ჟიურის რეკომენდაციებით და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მოამზადეს. „გასტრონავტის“...

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან
access_time2020-08-14 14:10:52
რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს. სწორედ ამ მოთხოვნით მიმართეს ადგილობრივმა ფერმერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მათ აზრით, იმპორტირებული ხილის დიდი რაოდენობა, ადგილობრივი პროდუქციის ფასებს ამცირებს. ამის შესახებ ინფორამციას AgroTimes ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის რუსეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მეტიც, გასულ წელს იმპორტირებული ვაშლის 87,2 %, ხოლო ქლიავის 89,2% სწორედ რუსეთში...

„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე

„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე
access_time2020-08-14 13:00:41
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით, ბირჟიდან მოხსნის შემდეგ ლიკვიდურობა შენარჩუნებულ იქნა, GHG კერძო კომპანია გახდა და მისი აქციები Georgia Capital-მა გამოისყიდა, რომელიც აქამდე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 70.6%-იანი წილის მფლობელი იყო. ბოლო დღეებში ქართულ მედიაში საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორი გიორგი ფარესიშვილის და რამდენიმე ექსპერტის მიერ გამოთქმული გამამართლებელი არგუმენტების...


მსგავსი სიახლეები

up