ავტოავარიების ქრონიკა გრძელდება - ხელისუფლება გზებზე უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს

ავტოავარიების ქრონიკა გრძელდება - ხელისუფლება გზებზე უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს

person access_time2016-08-22 09:30:47

ქუთაისის შემოთვლით გზაზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში  მომხდარი ორი საზარელი ავტოკატასტროფის და ზოგადად, ავარიების სტატისტიკის ზრდის შემდეგ, მთავრობამ პირობა დადო, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე და მთლიანად საქართველოს გზებზე  საგზაო უსაფრთხოების მიზნით კონტროლს გაამკაცრებდა. “კომერსანტი” შეეცადა თავად გადაემოწმებინა რეალურად გაძლიერდა თუ არა კონტროლი. ამ დღეებში, დასავლეთ საქართველოდან თბილისში მგზავრობისას, „კომერსანტის“ რამდენიმე თანამშრომელმა დააფიქსირა, რომ ავტომაგისტრალზე, კერძოდ კი მის ყველაზე გადატვირთულ და მანევრირებისთვის სახიფათო მონაკვეთებზე პატრულის მანქანები მოძრაობდნენ. თუმცა ეს არასაკმარისად, ფრაგმენტულად ხდება და „ავტობანზე“ ზოგადი სურათი ისევ მძიმეა:  ავტომობილების საკმაოდ დიდი ნაწილი, სხვა მონაკვეთებზე, უხეშად არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს.

 

მართლაც გააძლიერა თუ არა შსს-მ გზებზე კონტროლი და რაში გამოიხატება ეს? ამ საკითხზე ინფორმაციის მოწოდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთხოვეთ. შსს-ში  ზოგადი კომენტარით შემოიფარგლებიან - რომ გარკვეული ღონისძიებები უკვე გაატარეს და  პატრულირება 24-საათიანი რეჟიმში მიმდინარეობს. შს სამინისტროში ამბობენ, რომ „ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე და ასევე საქართველოს დანარჩენ გზებზე, საპატრულო ეკიპაჟები 24 საათის განმავლობაში  პატრულირებენ.“

 

„შსს-ს ძირითადი ამოცანაა, დაიცვას მოქალაქეების სიცოცხლე და  უსაფრთხოება. ამ მიზნით, შს სამინისტრომ შეიმუშავა საგზაო  მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა, რომელიც გულისხმობს არა  მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე კონტროლის გამკაცრებას,  არამედ, სამართალდარღვევათა პრევენციის მაქსიმალურად  გაძლიერებას. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, 2015 წელს შს სამინისტრომ დაიწყო გრძელვადიანი, მასშტაბური სოციალური კამპანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ,  სლოგანით - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის”, რომელიც  2016 წლის ბოლომდე გაგრძელდება. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ინფორმირება და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ  საზოგადოების ცნობიერების ამაღლება”, - აცხადებენ სამინისტროში. 

 

 

მათივე თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით, 2016 წლის შემოდგომიდან საქართველოს გზებზე ვიდეოანალიტიკით  აღჭურვილი კამერები დამონტაჟდება, რომლებიც სატრანსპორტო  საშუალებათა დარღვევებს მაქსიმალურად გააკონტროლებს: “საპატრულო პოლიცია, მოქმედი კანონდებლობის ფარგლებში, როგორც დედაქალაქში, ასევე ავტომაგისტრალებზე, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს  საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვას”, -  განუცხადეს “კომერსანტს” შსს-ში.  დეტალური ინფორმაციის მიღება, კონკრეტულად რამდენი ეკიპაჟი დაემატა ქვეყნის ცენტრალურ ავტომაგისტრალს ყველაზე გადატვირთულ სეზონზე, შსს-დან ვერ შევძელით. იმის შესახებ, რომ საგზაო  მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა არსებობს, მედიისთვის დიდი ხანია ცნობილია, თუმცა პრობლემაა ის, რომ პროგრამის დამტკიცება ჭიანურდება. როდის ამოქმედდება ახალი, გამკაცრებული წესები საგზაო მოძრაობის მონაწილეებისთვის - სწორედ ესაა მთავარი შეკითხვა, თუმცა მასზე პასუხი არ არსებობს.

 

ვიდრე ხელისუფლება კონტროლის გამკაცრებას არ ჩქარობს, ყოველდღიურად, ახალი ავარიების შესახებ ვრცელდება ცნობები. სტატიის მზადების პერიოდში კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა მოხდა: გუშინ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე, ე.წ. ცხინვალის ხიდებთან  ერთმანეთს ”მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა. 

 

ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომანქანაში მჯდომი ქალი და ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალნენ. შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

 

იმის შესახებ, რომ საგზაო უსაფრთხოების მხრივ, განსაკუთრებით კი ქუთაისის შემოვლით გზაზე პრობლემებია, “კომერსანტი” ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში წერდა და აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ გზაზე არსებული ხარვეზები ავტომობილით გადაადგილებას სარისკოს ხდიდა. მაშინდელ სტატიებში აღვნიშნავდით, რომ გზის გარკვეულ მონაკვეთებზე საგზაო მონიშვნები უხარისხოდ, ფრაგმენტულად არის გაკეთებული თუ შემორჩენილი. ზოგ შემთხვევაში კი საერთოდ წაშლილია. ამას ემატება განათების არარსებობა, რის გამოც ღამის საათებში ხილვადობა მინიმუმამდეა დასული.

 


ჩვენ მაშინ ინფრასტრუქტურის მინისტრს ამ გზაზე ერთად გავლაც კი შევთავაზეთ, რათა მას თავად შეეფასებინა, რამდენად სარისკოა აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა. რისკები განსაკუთრებით ღამის საათებში მატულობს, რადგან გზაზე დღემდე არაა განათება. მაშინ პასუხად მივიღეთ, რომ გზას არავითარი პრობლემა არ აქვს და ის საავტომობილო მოძრაობისთვის სრულიად უსაფრთხოა.

თუმცა ბოლო ერთ თვეში რამდენიმე საზარელმა ავარიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გზის ეს მონაკვეთი უსაფრთხო ნამდვილად არ არის.

 

ერთ თვის ინტერვალში ამ გზაზე 7 ადამიანის გარდაცვალება არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა სოციალური ქსელის მეშვეობით გააპროტესტეს, შს სამინისტრო არასათანადო კონტროლში დაადანაშაულეს და უკვე მერამდენედ მოითხოვეს გზებზე უსაფრთხოების გაძლიერება. 

 

პირველი შემთხვევის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აპირებდნენ სიჩქარის გადაჭარბებაზე კონტროლს გაძლიერებას. თუმცა 3 კვირის შემდეგ მომხდარმა კიდევ ერთმა საზარელმა ავარიამ დაადასტურა, რომ მღებრიშვილის უწყებას ამ მიმართულებით ძირეული ცვლილება არ განუხორციელებია, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

 

როგორც ჩვენთან საუბრისას “ტრანსპორტისა და  გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი აცხადებს, გზებზე კონტროლი კვლავ მიშვებულია.

 

“რამდენიმე დღის წინ მომიწია თბილისიდან დასავლეთ

საქართველოში გამგზავრება, თუმცა გზებზე კონტროლი გამკაცრებული ნამდვილად არ არის. ისე ჩავედი დასავლეთში აღმოსავლეთიდან, რომ გზაზე საპატრულო პოლიციის მხოლოდ ერთი ეკიპაჟი შემხვდა.

არადა, ჩვენ ვაფრთხილებდით შსს-ს, რომ ივლის-აგვისტოში, როდესაც ინტენსიური გადაადგილება ხდება რეგიონებში, გზებზე საპატრულო ეკიპაჟი დაემატებინათ, დაემონტაჟებინათ რადარები, რათა თავიდან აგვეცილებინა მსხვერპლი. თუმცა დღემდე ეს საკითხი ისევ მოუგვარებელია, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს”, - განუცხადა “კომერსანტს” მესხიშვილმა.

 

“ეკო ტრანსპორტ ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის ვასო ურუშაძის თქმით, არა თუ არასამთავრობოების, სახელმწიფო დონეზეც კი არ ხდება მონიტორინგი. არ არსებობს უწყება, რომელიც მოძრაობის უსაფრთხოებაზე მუშაობს და ამის მონიტორინგს ახორციელებს.

 

“ქვეყანაში არ არსებობს უწყება, რომელიც სწავლობს, ანალიზს აკეთებს ინფრასტრუქტურისა და მოძრაობის დატვირთვის კუთხით. ასეთ უწყება უნდა არსებოდეს, ის უნდა სწავლობდეს სიტუაციას და შემდეგ აწვდიდეს სხვადასხვა სტრუქტურას ამ მონაცემებს, რათა დაიგეგმოს, თუ რა პრევენციული ღონისძიებებს გატარება უნდა მოხდეს. თანხები იხარჯება ისეთ სულელურ კამპანიებში და ვიდეორგოლებში, რომელიც მსოფლიოში არ არის აპრობირებული”, - დასძინა ურუშაძემ.

 

რაც შეეხება ქუთაისის შემოვლით გზას, ურუშაძის თქმით, ხელისუფლებამ მაგისტრალის ამ მონაკვეთზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყო, რაც იქ გახმაურებული ავარია მოხდა. ამ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ იქ გზაგამყოფი, ე.წ.პლასტმასის ნიშნები გაეკეთებინათ. მისივე თქმით, რეალურად ეს ნიშნები მაღალი სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში ვერ იქნება შემაფერხებელი იმისა, რომ ავარია არ მოხდეს.

 

“ფიქრის დაწყება ნიშნავს იმას, რომ რეალურად არსებობდა პრობლემა. პრობლემა კი იმაში მდგომარეობდა, რომ გზა, რომელიც არ იყო გადაადგილებისთვის მზად, ექსპლუატაციაში გაუშვა.

პლასტმასის გამყოფი ჯებირი საკმარისი არ არის, საჭიროა გამყოფი ხაზის მოწყობაც”, - აცხადებს ურუშაძე.

 

“კომერასნტმა” ბოლო პერიოდში არაერთი სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც შეახსენებდა ხელისუფლებას, რომ დამრღვევი მძღოლებისადმი საპატრულო პოლიციის ლოიალობისა და გზებზე კონტროლის შესუსტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ უფრო იზრდება და ამას რეაგირება სჭირდება. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ვითარება ძირეულად არ შეცვლილა, მეტიც: ჭიანურდება საგზაო უსაფრთხოების კანონმდებლობის მიღება - როგორც ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, ამის მიზეზი მოახლოებული არჩევნებია. 

 

ხელისუფლების პასიურ პოზიციას კი ყოველდღიურად ადამიანების სიცოცხლე ეწირება.

 



აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები - ობამა, ბუში და კლინტონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებენ

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები - ობამა, ბუში და კლინტონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებენ
access_time2020-12-04 18:54:11
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი, მზად არიან, რომ ავტორიზაციის შემდეგ, კოვიდ 19-ის ვაქცინა საჯაროდ, კამერების წინ გაიკეთონ და ასე მოსახლეობას დაუმტკიცონ, რომ ის უსაფრთხოა.   ამერიკის ბოლო სამი პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მათი ეს ნაბიჯი იქნება მყარი გზავნილი ამერიკელი ხალხისთვის, რომ ვაქცინა მართლაც უსაფრთხო და ეფექტურია. სწორედ ამაში ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას სფეროს ექსპერტები და ვაქცინაზე...

„გამოქვეყნებული ახალ რეიტინგები მნიშვნელოვანი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის - საქართველოს ბიზნესასოციაცია

„გამოქვეყნებული ახალ რეიტინგები მნიშვნელოვანი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის - საქართველოს ბიზნესასოციაცია
access_time2020-12-04 17:55:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია Trace International-ის და ტრანსეროვნული ორგანიზაცია SolAbility-ის კვლევებს ეხმიანება და რეიტინგებს პოტენციური ინვესტორებისთვის პოზიტიურ გზავნილად აფასებს. Trace International-ის წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში მე-19 ადგილზეა, ხოლო SolAbility-ის გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველო 180 ქვეყნიდან, 37-ე ადგილზეა.   ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის...

„ადამიანის მისწრაფებას მოგზაურობისადმი ვერაფერი მოსპობს“ - როგორ გადაურჩა პანდემიას Airbnb?

 „ადამიანის მისწრაფებას მოგზაურობისადმი ვერაფერი მოსპობს“ - როგორ გადაურჩა პანდემიას Airbnb?
access_time2020-12-04 20:30:24
დეკემბრის შუა რიცხვებში საცხოვრებელი ფართების დაჯავშნის სერვისი Airbnb-ი თავისი აქციების გასაყიდად გამოტანის პროცედურას დაასრულებს. პირველ ეტაპზე საუბარი იყო 30 მლრდ. დოლარის ფასიან ქაღალდებზე, დღეს კი - 35 მლრდ-ის.   წერილში, რომელიც კომპანიის პრეზიდენტმა ბრაინ ჩესკიმ ბირჟების და ფასიანი ქაღალდების კომისიას გაუგზავნა, ნათქვამია, რომ აქციების განთავსება ჯერ კიდევ მარტში იგეგმებოდა, თუმცა ეს გეგმების პანდემიამ...

OPEC Plus-ი ნავთობმოპოვების ზრდაზე შეთანხმდა

OPEC Plus-ი ნავთობმოპოვების ზრდაზე შეთანხმდა
access_time2020-12-04 19:30:45
OPEC plus-ში შემავალი ქვეყნები 2021 წლის იანვრიდან დღე-ღამეში ნავთობმოპოვების 500 000 ბარელით ზრდაზე შეთანხმდნენ.   შემდგომში გარიგების პირობების ყოველთვიურად გადაიხედება, და მოპოვების მოცულობები მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.   ბაზარმა შეთანხმებაზე რეაგირება უკვე მოახდინა - 3 დეკემბერს, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ,  Brent-ის ტიპის ნავთობი 1,2%-ით, 48,8 ბარელამდე გაძვირდა. წყაროების ინფორმაციით, შეხვედრის დროს...

4 დეკემბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

4 დეკემბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-12-04 18:05:53
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 4 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3115 ლარი გახდა....


მსგავსი სიახლეები

up