ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, ფონდი „ქართუ“ გამოთქვამს მზადყოფნას, 20-21 ივნისის მოვლენებისას დაშავებულთა მკურნალობის ხარჯი სრულად აანაზღაუროს

ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, ფონდი „ქართუ“ გამოთქვამს მზადყოფნას, 20-21 ივნისის მოვლენებისას დაშავებულთა მკურნალობის ხარჯი სრულად აანაზღაუროს

access_time2019-06-26 18:26:04

ფონდი „ქართუ“ გამოთქვამს მზადყოფნას, 20-21 ივნისის მოვლენებისას დაშავებულთა მკურნალობის ხარჯი სრულად აანაზღაუროს,- ეს განცხადება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ ,, რეგიონალურ ჰოსპიტალში“ გააკეთა, სადაც იგი 20 ივნისს დაშავებული პაციენტების მდგომარეობას გაეცნო.


,,ვადასტურებ, რომ ფონდმა „ქართუმ“ გამოხატა მზაობა დაფინანსებასთან დაკავშირებით. დაფინანსების მოცულობის საკითხზე კონკრეტულად ჯერ ვერ გეტყვით, რადგან არ ვიცით, რა შემდგომ დანიშნულებებს მისცემენ პაციენტებს., თუმცა ფონდი „ქართუ“ მზაობას გამოთქვამს სრული დანახარჯი აანაზღაუროს“,- განაცხადა ავთო თალაკვაძემ.


მისი თქმით, კლინიკებში რჩება 10 პაციენტი, ერთ-ერთი პაციენტი გაემგზავრა მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ასევე 2 პოლიციელი თურქეთში, „აჯიბადემის“ კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას, დღეს ღამით კი კიდევ ერთი პაციენტის გამგზავრება იგეგმება ისრაელში.


,,თბილისის „რეგიონულ ჰოსიტალში“ რჩება 3 პაციენტი, მათ შორის ერთი პაციენტი დღის ბოლომდე პალატაში გადავა. იმ ორი პაციენტიდან , რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ერთ-ერთთან გვაქვს საგრძნობი გაუმჯობესება, ის კონტაქტურია, თუმცა ამ დროისთვის იმყოფება დამზოგველ რეჟიმში და ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი გახდება მისი აპარატიდან მოხსნა. მეორე პაციენტთან დაკავშირებით, ასევე სტაბილური ჰემოდინამიკა გვაქვს, მას სავარაუდოდ უფრო ხანგრძლივი ვადით დასჭირდება რეანიმაციის განყოფილებაში განთავსება, თუმცა მაჩვენებლები გაუარესებული არ არის. დღეის მდგომარეობით მთლიანად კლინიკებში რჩება 10 პაციენტი, გუშინ მოხდა ერთ-ერთი პაციენტი მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაემგზავრა, ასევე დღეს გაემგზავრა 2 პოლიციელი თურქეთში, რომლებიც „აჯიბადემის“ კლინიკაში შემდგომ მკურნალობას გააგრძელებს. ასევე, დღეს ღამე კიდევ ერთი პაციენტის გამგზავრება იგეგმება ისრაელში რეაბილიტაციისთვის“,- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.


(NS)






Bloomberg-მა რუსეთს დიდი ეკონომიკური რეცესია უწინასწარმეტყველა

Bloomberg-მა რუსეთს დიდი ეკონომიკური რეცესია უწინასწარმეტყველა
access_time2020-04-07 20:00:11
კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მარათონში რუსეთი ყველაზე ნაკლებ რესურსს ხარჯავს ეკონომიკის მხარდასაჭერად, ვიდრე სხვა ქვეყნები, რაც მძიმე რეცესიის საწყისი შეიძლება გახდეს -  წერს Bloomberg-ი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეზერვების გამოყენებისგან თავის შეკავების მიზეზი არის რუსეთის ხელისუფლების შიში ნავთობის დაბალ ფასებზე.   სანამ მსოფლიო ლიდერები მთელი პლანეტის მასშტაბით, კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ ეკონომიკის...

7 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა

7 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა
access_time2020-04-07 19:00:39
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი
access_time2020-04-07 17:55:17
ხამში- ეს არის ძველისძველი ისტორიული სოფელი გარე კახეთში, რომელიც საფერავის საუკეთესო ღვინოსთან ასოცირდება. უახლოეს მომავალში, როდესაც კორონავირუსის პანდემია გადაივლის და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეს პატარა სოფელი,...

„20-მდე კომპანიის გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“

„20-მდე კომპანიის  გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“
access_time2020-04-07 16:45:20
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, საქმიანობის ნებართვის გაგრძელების სურვილის მქონე 20-მდე კომპანია გადამოწმდა, რომელთაგან 6-ს განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო არ დაუკმაყოფილდა. როგორც ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსს“ საწარმოების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესის შესახებ განუცხადა, ერთი დღის განმავლობაში COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით...

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე
access_time2020-04-07 15:00:16
მარტის თვის მდგომარეობით ქვეყანაში ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 6.1%-ს შეადგენს და მიზნობრივ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ჩნდება კითხვა, - რატომ ვერ ართმევს ცენტრალური ბანკი თავს თავის უმთავრეს მოვალეობას  და რატომ ვერ ახერხებს ფასების საერთო დონის მოთოკვას. ამ კითხვებით „კომერსანტმა“, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს მიმართა. - პაატა,...


მსგავსი სიახლეები

up