ავთანდილ იმედაძე: ვუბრუნდები ჩემს მოვალეობას და ბოლომდე ვაპირებ ბრძოლას სიმართლისათვის

ავთანდილ იმედაძე: ვუბრუნდები ჩემს მოვალეობას და ბოლომდე ვაპირებ ბრძოლას სიმართლისათვის

access_time2018-09-19 17:20:44

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორ ავთანდილ იმედაძე, სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: 


რესპუბლიკური საავადმყოფოს ყველა თანამშრომელს!  ჩემს კოლეგებს! ჩემს მეგობრებს!


მინდა გამოვეხმაურო მედიაში გავრცელებულ ცილისმწამებლურ, კლინიკისა და ჩემი დისკრედიტაციისკენ მიმართულ განცხადებას და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი მმართველობის პერიოდში არანაირ ფინანსურ დარღვევევას ან გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. 


მინდა გითხრათ, რომ გავრცელებული განცხადებების ავტორებთან არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო არ ვაპირებდი შვებულებიდან გამოსვლას და პროტესტის ნიშნად ვტოვებდი ჩემს თანამდებობას. მაგრამ განვითარებული მოვლენები ამის უფლებას აღარ მაძლევს. ორშაბათიდან ვუბრუნდები საკუთარი მოვალეობის შესრულებას და ვაპირებ ბრძოლას ჩემი სიმართლისა და კლინიკის განვითარებისთვის.

 
მინდა გულითადი მადლობა გადაგიხადოთ კლინიკის თითოეულ თანამშრომელს და ჩვენს გულშემატკივარებს თქვენი მხარდაჭერისთვის და ბოლო დღეებში გამოხატული საოცარი თანადგომისთვის. 


იმედი მაქვს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ჩვენი კლინიკის განვითარებით, მისი რეაბილიტაციითა და აღორძინებით დამთვრდება.


პატივისცემით, კლინიკის გენერალური დირექტორი
ავთანდილ იმედაძე


როგორც ცნობილია, „რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ  „კომერსანტთან„ „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელ დავით საგანელიძესთან დაპირისპირების მიზეზებზე ექსკლუზიურად ისაუბრა.


მისი განცხადებით, საგანელიძეს რესპუბლიკური საავადმყოფოს განადგურება უნდა. იმედაძემ განაცხადა, რომ „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე სწორედ მისმა მწვავე განცხადებებმა გააღიზიანა.


„ დავით საგანელიძე მივიდა საბჭოზეც. ამის შემდეგ ფონდიდან ტელევიზიებში დარეკეს, რომ ჩემს საქმეს პროკურატურას გადასცემენ“-აცხადებდა  „კომერსანტთან“ იმედაძე.


ავთანდილ იმედაძის განცხადებას,„საპარტნიორო ფონდმა“ ოფიციალური განცხადებითვე უპასუხა.


მათი ინფორმაციით, საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „ბეიკერ ტილის“ მიერ ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგად, „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში” (ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფო) ფინანსური მდგომარეობის საბოლოო შეფასების მომზადება შეუძლებელი გახდა.


მიზეზად კლინიკაში არსებული საფინანსო და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული დაღვევები და არასწორი მენეჯმენტი დასახელდა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „საპარტნიორ ფონდმა“ მიიღო გადაწყვეტილება საკითხის შესწავლის მიზნით, მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.


კომერსანტი





იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-05-28 19:16:24
ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს. „ბოლო 3 კვირის განმავლობაში...

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-05-28 19:00:55
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

„ნატახტარი“ ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს

„ნატახტარი“  ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს
access_time2020-05-28 18:45:57
„ნატახტარი“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე მწვანე ლაიმის შემცველობის ლუდს გამოიტანს. როგორც „კომერსანტს“   „ნატახტარის“ კორპორატიულმა   დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა,ლუდის სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ „ნატახტარი“  არსებულ სასმელებზე, კომპანია  ფასებს დააკორექტირებს.    „განახლებული პროდუქციით  ვგეგმავთ გამოვჩნდეთ ბაზარზე და დავიწყოთ ლუდის სეზონი, წინა წელს...

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...

ფრონტერა მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია

ფრონტერა  მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია
access_time2020-05-28 16:15:17
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან (ნგსს/სააგენტო) ერთად მოუწოდებს ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“, თავი შეიკავოს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან, საარბიტრაჟო განხილვის რეალური შედეგების საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისგან და ამ გზით სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური სახის მიცემისგან. აქვე, „ფრონტერამ“ პატივი უნდა სცეს მხარეთა მიერ შეთანხმებული დავების განმხილველი ინსტიტუტის -...


მსგავსი სიახლეები

up