ავსტრიული შოკოლადების მწარმოებელმა ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ Salzburg Schokolade, რომელიც პროდუქციას Mozart-ის ბრენდის აწარმოებს, სასამართლოს გაკორტებულად გამოცხადების თაობაზე მიმართა.
როგორც ავსტრიული მედია წერს, კომპანიას ფინანსური პრობლემები კორონავირუსის პანდემიის დროს დაეწყო, რაც პირველ რიგში, ავსტრიაში ტურისტების შემცირებით და ზოგადად შოკოლადის მყიდველების შემცირებამ გამოიწვია.
გაკოტრების შესახებ მიმართვის განხილვა სამშაბათს ზალცბურგის სასამართლოში დაიწყება.
Salzburg Schokoladeმა მნიშნელოვანი ზარალი ნახა 2020 პანდემიურ წელს. ტურისტების შემცირებამ , დაბადების დღეებისა და ქორწილების გადახდის კლებამ კომპანიის შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა.
კომპანიის მაღაზიები ვენასა და ზალცბურგში პანდემიის პერიოდში დახურული იყო. კომპანიამ ასევე ვერ შეძლო ხელფასების გადახდა თანამშრომლებისთვის ნოემბრის თვეში და საშობაო პრემიების გაცემა.
Salzburg Schokolade 1897 წელს დაფუძნდა.
bpn.ge