ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე მასშტაბური კიბერთავდასხმაგანხორციელდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე უწყების IT-სისტემებიგახდა. პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალური საკოორდინაციო კომიტეტი შეიქმნა, რომელშიც შესაბამისი ფედერალური უწყებები არიან ჩართულნი. შეტევის დღეს ქვეყნის „მწვანეთა პარტიამ“ კონსერვატორებთან კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას დაუჭირა მხარი.
ავსტრიის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ კიბერთავდასხის უკან სხვა სახელმწიფო დგას.
Imedinews