ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრი - საქართველო კარგად ახერხებს ვირუსის კონტროლს, თქვენ შეძელით ვირუსის გავრცელების მრუდის სტაბილიზაცია

ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრი - საქართველო კარგად ახერხებს ვირუსის კონტროლს, თქვენ შეძელით ვირუსის გავრცელების მრუდის სტაბილიზაცია

access_time2020-04-27 18:10:09

ეკატერინე ტიკარაძემ ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრთან ონლაინ შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


უწყების ცნობით, მხარეებმა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.


საუბარი შეეხო ტესტირების სტრატეგიას, მკურნალობის მეთოდებსა და პროტოკოლებს, ასევე ვირუსის მართვის კუთხით გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებს.


ავსტრიის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და ავსტრიას კორონავირუსის მართვის კუთხით მსგავსი მიდგომები აქვთ.



„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს და ავსტრიას კორონავირუსის მართვის კუთხით ძალიან მსგავსი მიდგომები აქვს. ავსტრიაში ახლა, ნელ-ნელა იწყება შეზღუდვების მოხსნა, როგორც თქვენი მინისტრისგან მივიღე ინფორმაცია საქართველოშიც იგივე პროცესები მიმდინარეობს. ჩვენ ახლა გამოვდივართ კრიზისიდან და ეტაპობრივად და ძალიან ფრთხილად ვაახლებთ სწავლას სკოლებში, ვხსნით რესტორნებსა და სასტუმროებს. როგორც ვხედავ, საქართველო კარგად ახერხებს ვირუსის კონტროლს, თქვენმა ქვეყანამ შეძლო ვირუსის გავრცელების მრუდის სტაბილიზაცია. რაც შეეხება ტესტებს, ჩვენც საქართველოს მსგავსად უპირატესობას ვანიჭებთ PCR ტესტირებას, უკვე მალე დავიწყებთ ანტისხეულებზე ტესტირებასაც. მოხარული ვარ, რომ დღეს გვქონდა ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა”, – განაცხადა ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმა, რუდოლფ ანსჩობერმა.


ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებს შორის ავსტრიას გააჩნია ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი ეპიდემიის კონტროლის კუთხით.


„ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად გლობალურ გამოწვევაზე, რაც კოვიდ ინფექციის გავრცელებას შეეხება მსოფლიოს მასშტაბით. რაც გამოიკვეთა, არის რომ ავსტრია, როგორც საქართველო მიმართავს მიზნობრივ ტესტირებას, ისინი იკვლევენ მიზნობრივ ჯგუფებს და ახლა გეგმავენ უკვე ანტისხეულების ტესტირებას, იმას რასაც საქართველო დღესდღეობით უკვე აკეთებს. მნიშვნელოვანი არის ქვეყნებს შორის მოძრაობის აღდგენა და მათთვისაც, ისევე როგორც საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან პარტნიორებად დარჩებიან ის ქვეყნები, რომლებიც იქნებიან კოვიდისგან თავისუფალი, ვინაიდან ორივე სახელმწიფოსთვის უპირატესია საკუთარი მოქალაქის ჯანმრთელობა. შესაბამისად, ჩვენ ერთობლივად ხელს შევუწყობთ ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებას იმ ქვეყნებში, სადაც არ იქნება კოვიდ ინფექციის რისკი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


1tv.ge


თეგები:
ავსტრია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up