ავსტრიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობამ დაინფიცირებულთა რაოდენობას გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ ავსტრიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, 4 აპრილის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსი „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 354 პაციენტს და ინფიცირების შემთხვევათა საერთო რიცხვმა 11 525 შეადგინა. ამავე დროს, ბოლო დღე-ღამეში საავადმყოფოდან გაწერეს 485 ადამიანი. საერთო ჯამში, ავსტრიაში გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 2 507-ს შეადგენს.
პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრი რუდოლფ ანშობერი მოსახლეობას ნაადრევი დასკვნების გაკეთებისგან თავის შეკავებას ურჩევს.
„ჩვენ ჯერ არ მიგვიღწევია ჩვენი მიზნებისთვის. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ერთად დგომას თუ გავაგრძელებთ, ამ მიზნების მიღწევას შევძლებთ“, – განაცხადა მინისტრმა.
1tv