4 ივნისიდან ავსტრია საზღვრებზე კორონავირუსისპანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს მოხსნის. ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრზე, ალექსანდერ შალენბერგზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შეზღუდვების მოხსნა ავსტრიის ყველა მეზობელზე გავრცელდება, იტალიის გარდა. საუბარია საზღვარზე ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებასა და კარანტინზე.
ავსტრია 8 სახელმწიფოს ესაზღვრება. მანამდე ქვეყნის მთავრობამ შვეიცარიასთან, გერმანიასთან და ლიხტენშტაინთან საზღვრების 15 ივნისიდან გახსნაზე მოილაპარაკა, თუმცა ახლა მხარეებმა პროცესის დაჩქარება გადაწყვიტეს.
დღესვე გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ 15 ივნისიდან საზღვარს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის გახსნიან.
imedinews.ge