რეკორდულად მაღალი ინფლაციის წინააღმდეგ, ავსტრალიის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.
კომიტეტის ბოლო შეხვედრაზე რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 25 საბაზრო პუნქტით, 3.1%-მდე გაიზარდა.
ცენტრალური ბანკის წარმომადგენლობის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივი გამკაცრების პროცესი იქამდე გაგრძელდება, სანამ ინფლაციური წნეხი არ დაიძლევა და სამომხმარებლო ფასების ზრდის ტენდენცია არ შენელდება.
ანალიტიკოსების შეფასებით, ცენტრალური ბანკის მომდევნო სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 0.25 პროცენტული პუნქტით გაიზრდება.
წლიური ინფლაციის დონე ავსტრალიაში 8%-ის ფარგლებშია, რაც გასული 30 წლის უმაღლესი მაჩვენებელია. ფასების ზრდა კი ენერგორესურსებისა და სურსათის გაძვირებითაა გამოწვეული.