ავსტრალიელი მანქანების მიმომხილველი, Supercar Blondie წელიწადში $2 მილიონს გამოიმუშავებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.
33 წლის ალექს ჰირსქი ავსტრალიიდანაა, ის რადიოს წამყვანად მუშაობდა, თუმცა სამსახური თავისი ახალი საქმიანობის გამო მიატოვა. ალექსი ამ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე წარმატებული, ძვირადღირებული მანქანების მიმომხილველია და წლიურად დაახლოებით $2 მილიონს გამოიმუშავებს.
2008 წელს ალექსი ქვინსლენდიდან, დუბაიში გადავიდა, სადაც 5 წლის განმავლობაში რადიოს წამყვანად მუშაობდა, შემდეგ კი სოციალურ ქსელში კარიერა Supercar Blondie-ს სახელით დაიწყო.
33 წლის ინფლუენსერი ახლა დუბაიში სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობს და ძვირადღირებული მანქანების შეფასებითაა დაკავებული.
აღსანაიშნავია, რომ მისი Instagram მიმდევრები, ბოლო 3 წლის განმავლობაში, 60,000-დან 6,3 მილიონამდე გაიზარდნენ.
ფასების შემფასებელმა საიტმა GoCompare-მა ალექსის ყოველწლიური შემოსავალი გამოთვალა და ეს დაახლოებით $2 მილიონზე მეტია, რაც 28-ჯერ აღემატება მის, როგორც რადიო წამყვანის ხელფასს.
Imedinews