ავსტრალიაში ავიაკატასტროფას 4 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ მელბურნთან მოხდა. ერთმანეთს ჰაერში მცირე ზომის ორი თვითმფრინავი შეეჯახა. თითო ბორტზე 2-2 ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციაში აცხადებენ, რომ შეჯახება უამინდობამ გამოიწვია - ნისლის გამო პილოტებმა ერთმანეთი ვერ დაინახეს.
სამართალდამცველების ცნობით, ავსტრალიაში თვითმფრინავები ერთმანეთს ბოლო 10 წლის განმავლობაში არ შეჯახებულან.
imedinews.ge