ავსტრალიაში მსოფლიოში მზის უდიდესი ელექტროსადგური აშენდება

ავსტრალიაში მსოფლიოში მზის უდიდესი ელექტროსადგური აშენდება

access_time2020-10-25 20:30:05

მზის ენერგიის ათვისება ყოველწლიურად იაფდება, შესაბამისად იზრდება მისი წილიც ელექტროენერგიის ჯამურ გენერაციაში. ავსტრალია 2027 წელს 10 გიგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის Australia–ASEAN Power Link - გახნას გეგმავს. წარმოებული ელექტროენერგია ექსპორტზე სინგაპურში გავა.



10 გიგავატის სიმძლავრე 7.7 ენგურჰესის ექვივალენტია, რაც თავის მხრვ 13.3 მლნ ცხენის ძალის ტოლია. პროექტი 20 მლრდ ავსტრალიური დოლარი ჯდება. 2020 წლის კურსით ეს თანხა $14.2 მლრდ-ს უდრის. პანელები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, თითქმის 2 ბათუმისხელა ტერიტორიაზე - 120 კვადრატულ კილომეტრზე განთავსდება. ფართობის გათვალისწინებით პანელების ფერმა კოსმოსიდანაც გამოჩნდება. ელექტროსადგური სინგაპურს 4500 კმ სიგრძის კაბელით დაუკავშირდება. კაბელის 85% ოკეანის ფსკერზე გავა.



მიუხედავად იმისა, რომ დედამიწამდე მზის ენერგიის მემილიარდედზე ნაკლები აღწევს, მისი მოცულობაც კი 1 წამში უფრო მეტია, ვიდრე მთელი პლანეტის მიერ მთელი წლის განმავლობაში მოხმარებული ყველა სახის ენერგია.




მზის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნის პროცესი ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიწყო, თუმცა იაფი ნახშირისა და შემდგომ ნავთობის გაბატონების შედეგად ტექნოლოგიური წინსვლა 100 წელზე მეტი ხნით დაპაუზდა. XXI საუკუნესი კი პრაქტიკულად თავიდან გაცოცხლდა.თუ 2004 წელს მზის ელექტროსაგურების ჯამური გენერაცია 2.6 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენდა, 15 წლის შემდეგ, 2019 წელს ის 27 600%-ით 720 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. 2025 წლის საპროგნოზი გამომუშავება 1.94 ტტლნ კვტ/სთ-ს შეადგენს, 2030 წელს კი 3.268 ტრლნ კვტ/სთ-ს გენერაციაა ნავარაუდევი.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up