ავსტრლიერლი მეცნიერები კორონავირუსის საწინააღმდეგო ტუბერკულოზის ვაქცინის გამოყენებას აპირებენ. ამის შესახებ France 24 წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ვაქცინა BCG-სრამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იყენებენ, ახლა კი კვლევები მელბურნის მარდოკის ბავშვთა კვლევის ინსტიტუტშიმიმდინარეობს. პრეპარატი ქვეყნის საავადმყოფოების მასშტაბით გაიტესტება. მეცნიერების მთავარი მიზანია დაადგინონ შეამსუბუქებს თუ არა ვაქცინა კორონავირუსის სიმპტომებს.
„BCG ტებერკულოზის წინააღმდეგ შეიქმნა და ყოველ წელს 130 მილიონ ბავშვს უკეთდება, ამასთან, პრეპარატი ადამიანის „წინა ხაზის“ იმუნურ სისტემას აძლიერებს. ასწავლის, როგორ უპასუხოს ინფექციას უფრო ძლიერად“, - ნათქვამია მეცნიერების განცხადებაში.
მსგავსი ტესტირებები მიმდინარეობს სხვა რამდენიმე ქვეყანაშიც, მათ შორის ნიდერლანდებში, გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოში.
Imedinews