მოყვარულმა მყვინთავებმა ავსტრალიის დიდ ბარიერულ რიფზე გიგანტური და უძველესი მარჯანი აღმოაჩინეს. ამის შესახებ National Geographic-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მარჯანი კუნძულ გულბუდისთან, 2,1-7,4 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 5,3, სიგანე კი 10,4 მეტრია. ამ მონაცემებით ის დიდი ბარიერული რიფის რეკორდსმენია.
აღმოჩენის შემდეგ მისი შესწავლა სპეციალისტებმა დაიწყეს. მათი შეფასებით, მარჯნის ასაკი 421-428 წელია. სიცოცხლის მანძილზე მან 80 მსხვილი ციკლონი, გაუფერულება და სხვა საფრთხეები გადაიტანა. ეს ავსტრალიური რიფის ერთ-ერთი ყველაზე ძველი მარჯანია.
imedinews.ge