ავსტრალიაში, ინდონეზიის სანაპიროს ჩრდილოეთით, 7.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
არაფურას ზღვაში ადგილობრივი დროით 3.17 საათზე (4.47 AEDT), სამშაბათს, ქალაქ ტუალიდან 308 კილომეტრში, მალუკუს რეგიონში, 7.6 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინდონეზიის ხელისუფლება მოსახლეობას მიწისძვრისგან მოსალოდნელ ცუნამის შესახებ აფრთხილებს.
მეცხრე არხის პოლიტიკურმა რეპორტიორმა კეტლინ გაზოლამ Twitter-ზე დაწერა, რომ ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო, რაც კი ოდესმე უგრძნია. ადგილობრივები იხსენებენ, რომ ასეთ ძლიერი ბიძგები ბოლო რამდენიმე ათეული წელია ინდონეზიის სანაპიროზე არ ყოფილა.
ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.