ავსტრალიის მთავრობამ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომელიც, 12 თვის ვადით, უკრაინიდან ავსტრალიაში იმპორტზე ტარიფების მოხსნას ითვალისწინებს, - განაცხადა ავსტრალიის ვაჭრობისა და ტურიზმის მინისტრმა დონ ფარელმა.
„ავსტრალიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ უკრაინიდან ავსტრალიაში იმპორტზე გადასახადებს გააუქმებს. ღონისძიება პრემიერ-მინისტრის მიერ კიევში ვიზიტის შემდეგ გაცხადებული მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია“, - აღნიშნა ფარელმა.
ცვლილება უკვე ამოქმედდა.
imedinews.ge