ავლაბრისა და მახათას დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა

ავლაბრისა და მახათას დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა

access_time2016-07-25 14:38:22

სამების ეკლესიისა და მახათას ეკლესიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის სამუშაოები დასრულდა. ორკილომეტრიანი გზა, თბილისის ისტორიულ უბანს, ავლაბარს მახათას დასახლებასთან დააკავშირებს, რაც მოძრაობის განტვირთვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


ავლაბრისა და მახათას დამაკავშირებელ გზაზე თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე იმყოფებოდნენ. დავით ნარმანია შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.


დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული გზის გაკეთება წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც შესრულდა.



„ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი, რომელიც ორ უბანს, ავლაბარსა და მახათას ერთმანეთთან აკავშირებს. აქ გზა არასდროს ყოფილა და შესაბამისად ნულიდან მოხდა მისი მოწყობა. სამებისა და მახათას ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზის გაკეთება იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ქალაქის ეს ნაწილი საგრძნობლად ვითარდება, ხალხი გადმოდის საცხოვრებლად და შესაბამისად აუცილებელია მათთვის კომფორტის შექმნა“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.


აღნიშნულ გზაზე დაიგო ასფალტის საფარი, დამონტაჟდა კიუეტები, ასევე მოეწყო ტროტუარები. მიმდინარე ტერიტორიაზე სავალი გზა არასდროს ყოფილა. სამუშაოები ნულიდან დაიწყო და კაპიტალურად მოეწყო.


გზის კაპიტალური მშენებლობის სამუშაოებს შ.პ.ს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია აწარმოებდა.



კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up