ავლაბრის ვერტიკალური ბაღი გახმა

ავლაბრის ვერტიკალური ბაღი გახმა

access_time2018-07-26 17:30:00

მსოფლიოს 14 ულამაზესი ვერტიკალური ბაღებს შორის მოხვედრილი ავლაბრის მეტროს შენობაზე განთავსებული ვერტიკალური ბაღი გახმა.



ბაღის მოვლა-პატრონობა 2018 წლის თებერვლიდან თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ შ.პ.ს. „ეკოსერვის ჯგუფს“ ევალება. კომპანიის დირექტორი ვახო ნოზაძე აცხადებს, რომ ვერტიკალური ბაღში არსებულ მცენარეებს უკვე აღარაფერი ეშველებათ, რადგან კედელზე მისი თქმით, სოკოვანი დაავადებებია გავრცელებული.



„როდესაც ვერტიკალური ბაღი გადმოგვეცა მოვლა-პატრონობაში კედელი იყო სავალალო მდგომარეობაში, მცენარეები კი ხმობაში წასული. დიდი ალბათობით როგორც მცენარეებში ასევე „ჩიხოლზე“ (სადაც მცენარეებია ჩარგული) სოკოვანი დაავადებებია გავრცელებული. სამწუხაროდ, ამ დარგის სპეციალისტების კატასტროფული ნაკლებობაა ქვეყანაში. კომპეტენტური ადამიანის მოძებნამაც გარკვეული დრო წაიღო თუმცა, ვიპოვეთ და ახლა ვატარებთ კვლევას სოკოვან დაავადებებზე, რასაც უახლოეს მომავალში დავასრულებთ“, - აცხადებს ვახო ნოზაძე.


 

„ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორი განმარტავს, რომ ახალი მცენარეების დარგვას მხოლოდ „ჩიხოლის“ მკურნალობის შემდეგ ექნება აზრი. მერიის მიერ დაფუძნებული შ.პ.ს -ში ჯერჯერობით არ იციან რა დაჯდება ბაღის განახლება. კვლევის ღირებულება, რომელსაც „ეკოსერვის ჯგუფი“ ახლა ატარებს, 800 ლარია, ხოლო სხვა ხარჯები კვლევის შემდეგ გახდება ცნობილი. ვახო ნოზაძე ვარაუდობს, რომ ვერტიკალური ბაღი შემოდგომაზე განახლდება.



შპს-ს, „ეკოსერვის ჯგუფი“, „თბილსერვის ჯგუფს“ 2018 წლის თებერვალში გამოეყო და მათ ათი დიდი პარკის მოვლა-პატრონობა დაევალათ.

 

ავლაბრის მეტროს შენობაზე განთავსებული ვერტიკალური ბაღის რეაბილიტაციაზე თბილისის მერიამ ტენდერი 2017 წლის მარტში გამოცხადდა. მაშინ ტენდერში  „გრინსერვისი+“-მა გაიმარჯვა. შესყიდვის ღირებულება 126`000 ლარი იყო. „გრინსერვისი+“-მა „ვერტიკალური კედელი“ თავიდან აღადგინა: მოხნა და დააყენა პანელები, გააკრა ქეჩი, თავიდან მოაწყო სარწყავი სისტემა, ჩარგო ახალი მცენარეები. ბაღის მოვლა-პატრონობა „გრინსერვის+“- ს 2017 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით დაევალა. ამის შემდეგ მცენარეები გარკვეული პერიოდი წვიმის იმედად იყვნენ დარჩენილნი.


 „რეალურად, მცენარეს მოვლა პატრონობა უნდა, კედელზე კი არა. ჩვეულებრივად რომ დარგო, ისიც გახმება თუ არ მოუარე. შემდგომში მოვლა პატრონობა ხორციელდებოდა თუ არა ამაზე  პასუხს ვერ ვაგებ, რადგან ჩემი ობიექტი აღარ იყო. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ვიდრე ჩვენ  ვუვლიდით,  ყველა მცენარე იყო საღი და გახარებული“, - კობა ხარშილაძე


ავლაბრის მეტროს შენობაზე განთავსებული ვერტიკალური ბაღი 2010 წელს მოეწყო. ვერტიკალური ბაღის პროექტი მერიის დაფინანსებითა და ფრანგი ბოტანიკოსის, ლანდშაფტის არქიტექტორის, პატრიკ ბლანშის მიერ განხორციელდა. მასში 104 დასახელების 4400 მარადმწვანე მცენარე იყო გამოყენებული.


ბაჩო ადამია






“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ

“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ
access_time2019-05-20 19:00:52
...

Google Amazon-ს კონკურენციას გაუწევს

Google Amazon-ს  კონკურენციას გაუწევს
access_time2019-05-20 20:00:13
რამდენიმე დღის წინ Google-მა განაახლა სერვისები, რომლებიც დაკავშირებულია ონლაინ ვაჭრობასთან. განახლებული Google Shopping და Google Express დაეხმარება კლიენტებს საქონლის მოძიებაში და ფასების შედარებაში სხვადასხვა გამყიდველებთან. ექსპერტების აღნიშნავენ, რომ ეს არის ახალი ტენდენცია - Google აქტიურად იწყებს ბრძოლას ონლაინ-ვაჭრობის ბაზარზე პირველობისთვის. 16 წლის წინ კომპანიამ, რომელიც ჯერ ბირჟაზეც კი არ იყო გასული,...

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“
access_time2019-05-20 18:00:16
„საპენსიო რეფორმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება ამ რესურსების მართვა,“— ასე აფასებს  2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებულ  საპენსიო რეფორმას საქართველოს ყოფილი ყოფილი ვიცე პრემიერი, ყოფილი პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია „კომერსანტთან“  ექსკლუზიურ ინტერვიუში. როგორც ბასილია განმარტავს, მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია. მისივე...

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი: ე.წ. სტაიანშიკების მიმართ მოწყალებას ვიჩენთ

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი: ე.წ. სტაიანშიკების მიმართ მოწყალებას ვიჩენთ
access_time2019-05-20 17:00:16
წელიწადზე მეტია, რაც საპარკინგე ადგილების ადმინისტრირება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დაქვემდებარებაში გადავიდა, თუმცა არჩევნებამდე დაპირებული პარკირების  პრობლემა არათუ მოგვარდა, კიდევ ურო დამძიმდა. უამრავ მიზეზებთან ერთად “კომერსანტთან“ ექსპერტები ე.წ. სტაიანშიკებსაც ასახელებენ, რომლებიც დედაქალაქში თვითნებურად მუშაობენ და საკუთარ წესებს ადგენენ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე ამ თემაზე...

„m²“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს სასტუმროების ქსელის განვითარების კონცეფცია გააცნო

„m²“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს სასტუმროების ქსელის განვითარების კონცეფცია გააცნო
access_time2019-05-20 13:25:06
ა/წ 17მაისს, 18:00 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ დეველოპერულმა კომპანია „m²“-მა, ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, მიღება გამართა და სავაჭრო პალატის წევრ კომპანიებს სასტუმროების ქსელის განვითარების ახალი მიმართულებისკონცეფცია წარუდგინა. ამ ეტაპზე, სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1,000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს.სრული ინვესტიცია სასტუმროების განვითარების...


მსგავსი სიახლეები

up