საქართველოს დერეფანმა იანვარ-მაისში 15.5 მლნ ტ ტვირთი გაატარა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.5 მლნ ტ -ით მეტი.იანვარ-მაისში საქართველოს პორტებში 7.4 მლნ ტონაა გადამუშავებული, 0.7 მლნ ტ -ით მეტი. საზღვაო ნავსადგურებში 232,537 TEU ერთეული კონტეინერია გადამუშავებული.
საქართველოს რკინიგზამ წლის პირველ ხუთ თვეში 4.6 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 0.4 მლნ ტონით აჭარბებს.
სამოქალაქო ავიაციის გზით გადაზიდული ტვირთები შემცირებულია, 5.6 მლნ ტ-მდე. (L/Y - 9.2 მლნ). საავტომობილო გადაზიდვების ზრდა უმნიშვნელოა - 0.1 მლნ ტ, 10.9 მლნ ტ -მდე.
gbc.ge