ავიასაწვავის გაძვირების მიუხედავად, მსოფლიოში საჰაერო გადაზიდვებზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება – IATA

ავიასაწვავის გაძვირების მიუხედავად, მსოფლიოში საჰაერო გადაზიდვებზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება – IATA

access_time2022-04-08 19:00:00

მსოფლიო ავიაკომპანიები იმედოვნებენ, რომ საჰაერო გადაზიდვებზე პოზიტიური დინამიკა წელსაც გაგრძელდება და საავიაციო ნავთის გაძვირების მიუხედავად, რომელიც ავიაბილეთების ფასზე ავტომატურად აისახება, მგზავრთა რაოდენობა არ შემცირდება


საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციაში (IATA) აცხადებენ, რომ სახეზეა საკმაოდ პოზიტიურ ტენდენცია, რომელიც ვითარდება ევროპაში: როგორც ირკვევა ენეგომატარებლების ფასის ზრდის გამო გაძვირებული ავიაბილეთები კლიენტებს არ აშინებთ


“მე არ ვფიქრობ, რომ ამ ზაფხულს 2019 წლის დონეს დავუბრუნდებით, მაგრამ ნამდვილად სწორი მიმართულებით მივდივართ”, – განაცხადა IATA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა უილი უოლშმა.


უოლშმა აღიარა, რომ საწვავის ფასების ზრდა ძლიერ გავლენას მოახდენს ავიაკომპანიების ხარჯებზე და, შესაბამისად, ტარიფებზე. მან გაიხსენა, რომ ფასის მორიგ მატებამდეც უკვე იწინასწარმეტყველა, რომ გლობალური ინდუსტრია 2022 წლის მაჩვენებლებით მინუსებში გავა.



IATA-ს საავიაციო ნავთის ფასების მონიტორინგის მიხედვით, 1-ლი აპრილის მდგომარეობით, ერთი ბარელი ნავთი 158 დოლარი ღირდა, რაც 11,5%-ით მეტია წინა თვესთან შედარებით და 137,3%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ თარიღთან შედარებით.


IATA-ს მთავარმა ეკონომისტმა მარი ოუენს ტომსენმა აღნიშნა, რომ მგზავრები ახლა ჩვეულებრივზე ნაკლებ მგრძნობელობას იჩენენ ფასების ზრდის მიმართ. ეს, ალბათ, ორწლიანი კარანტინის შემდეგ მოგზაურობის ძლიერი სურვილით არის განპირობებული.


IATA-ს 2022 წლის თებერვლის საოპერაციო ანგარიში აჩვენებს, რომ ინდუსტრიის აღდგენა პანდემიამდელ მაჩვენებლამდე სულ უფრო და უფრო მატულობს. მთლიანი მგზავრთნაკადი გასული წლის თებერვალთან შედარებით 115,9%-ით გაიზარდა, ტვირთბრუნვა – 2,9%-ით.


აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას და იქ წარმოებულ საომარ მოქმედებებს ჯერ არ მოუხდენია მნიშვნელოვანი გავლენა ჯავშნების დინამიკაზე.


”ინდუსტრიის განვითარების განმსაზღვრელი დომინანტური ფაქტორი რჩება COVID-19 და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები”, – თქვა ტომსენმა.


avianews.ge


თეგები:
IATA



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up