„ავიამიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის შეიძლება აღდგეს” - ამაზე აბაშიძე-კარასინი ნოემბერში ისაუბრებენ

„ავიამიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის შეიძლება აღდგეს” - ამაზე აბაშიძე-კარასინი ნოემბერში ისაუბრებენ

access_time2019-11-03 21:00:48

აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნებას, ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე იმით ხსნის, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის კუთხით, გრიგორი კარასინს გარკვეული გამოცდილება დაუგროვდა და მოსკოვი ცდილობს, მთავარი პასუხისმგებლობა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს დააკისროს. რაც შეეხება, ავიამომისვლის შესაძლო აღდგენას, ამის ალბათობა დიდია, რადგან მსგავსი ფაქტები, ჯერ საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის და შემდეგ მისი აღდგენის, უახლოეს ისტორიაში ყოფილა.


მიუხედავად იმისა, რომ გრიგორი კარასინმა, უკვე რამდენიმე თვეა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა, რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან მოლაპარაკებებში მონაწილეობას კვლავ გააგრძელებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 2 ნოემბერს პრესკონფერენციაზე განაცხადა.


თანამდებობის დატოვების შემდეგ, კარასინი სექტემბრიდან უკვე სენატორი გახდა, თუმცა, მთავარი კითხვა მაინც ჩნდება, თუ რატომ შენარჩუნდა აბაშიძე-კარასინის ფორმატი?


ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ამ ფაქტს ასე ხსნის: „შესაძლოა რუსეთში თვლიან, რომ ამხანაგ კარასინს მოლაპარაკებათა გამართვის გარვეული გამოცდილება გააჩნია, მათ შორის ქართულ მხარესთან - მას შესწავლილი აქვს საქართველოში არსებული ვითარება, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში მდგომარეობაც.


„რუსეთს ურჩევნია, მიუხედავად იმისა, რომ კარასინი აღარ არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ქართულ მხარესთან მოლაპარაკების ფარგლებში მთავარი პასუხისმგებელი პირი ის იყოს. რუსეთი თვლის, რომ კარასინი საქართველოს საქმეების კარგად მცოდნე ადამიანია. ეს არის ის რეალობა, რის გამოც მან ეს პოსტი შეინარჩუნა, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.


მარია ზახაროვას განცხადებით, კარასინი-აბაშიძის ფორმატი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საქმეში.


„ჩვენ არ გვაქვს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ გვაქვს ჰუმანიტარული, ტექნიკური კონტაქტები. ადამიანები სულ უფრო მეტად დადიან ერთმანეთთან, - აღნიშნა ზახაროვამ.



რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ გრიგორი კარასინთან შეხვედრა ნოემბრის ბოლოს არის ჩანიშნული. ამის შესახებ საუბრობს ზახაროვაც. „რუსეთის ხელისუფლების დავალებით, ბატონი კარასინი ამ ფორმატში მუშაობას განაგრძობს. მომდევნო, რიგით 23-ე შეხვედრა პრაღაში, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს გაიმართება, - ამბობს ზახაროვა.


აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრას რაც შეეხება, ის პრაღაში 13 ივნისს შედგა.

ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, კარასინთან ისაუბრებს ორ ქვეყანას შორის შეწყვეტილ ავიამიმოსვლის საკითხზე.ნიკა ჩიტაძე საჰაერო მიმოსვლის აღდგენას შესაძლებელს უწოდებს, რადგან ეს შედის, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის ინტერესებშიც:


„შესაძლებელია, რომ ავიამიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის აღდგეს, რადგან ეს რუსეთის ინტერესებშიც შედის. გარკვეული რუსული კომპანიები დაზარალდნენ იმის გამო, რომ ტურისტები ვერ ჩამოჰყავდათ საქართველოში.


ქართულ მხარეს რაც შეეხება, ის დაზარალდა იმის გამო, რომ რუსი ტურისტების რაოდენობა, განსაკუთრებით ტურისტული სეზონის დროს, შემცირდა. არ არის გამორიცხული, საკითხი დღის წესრიგში დადგეს და ფრენები აღდგეს.


„რამდენჯერმე მოხდა ფრენების გაუქმება და შემდგომში კვლავ აღდგენა - ავიამომისვლა პირველად მას შემდეგ გაუქმდა, რაც 2006 წელს ქართულმა მხარემ რუსეთის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლები დააპატიმრა. შემდგომში კი ეუთოს შუამდგომლობით რუსეთში გაუშვეს. მაშინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა და პირველ რიგში რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აკრძალა.


„2008 წლის გაზაფხულზე რუსეთმა საქართველოსთან საჰაერო ფრენები აღადგინა; ომის პერიოდში ფრენები შეწყდა, მაგრამ შემდგომ პერიოდში კვლავ აღდგა ისევე, როგორც ლარსის საგუშაგო პუნქტი აღდგა. რუსეთი ცდილობს თითქოს კეთილი ჟესტი გამოხატოს, რომ სანქციებიც არ შემოიღო და ავიამიმოსვლაც აღადგინა. რუსეთი რიგ შემთხვევაში ხისტ ძალას იყენებს, რიგ შემთხვევაში - რბილს, მაგრამ საერთო ჯამში, მას სურს ყველანაირი მეთოდებით ქართული სახელმწიფოებრიობა დაასუსტოს და საქართველო დაიმორჩილოს, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.


ცნობისათვის, 19-22 ივნისს ზაქარია ქუცნაშვილის ორგანიზებით თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა უნდა გამართულიყო, რომლის ფარგლებში რუსი დეპუტატები საქართველოში ჩამოვიდნენ. 20 ივნისს ორგანიზაციის პრეზიდენტი, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ასამბლეის სესიის წაყვანისთვის პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელზე დაჯდა, რამაც საზოგადოებისა და ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. ამის შემდეგ ასამბლეა შეწყდა, ხოლო ზაქარია ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა.


20 ივნისს, რომელიც „გავრილოვის ღამით არის ცნობილი, საქართველოში მრავალათასიანი ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა, რასაც საპასუხოდ რუსეთის მხრიდან ფრენების შეჩერება მოჰყვა. თვეების განმავლობაში რუსეთი ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ განცხადებებს აკეთებს, თუმცა, საჰაერო მიმოსვლა ამ დრომდე შეჩერებულია.


რეზონანსი 





29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს
access_time2020-10-29 16:55:29
სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები 30 და 31 ოქტომბერს „სილქფესტის“ აქციით შეძლებენ 30 დღით გაიაქტიურონ ულიმიტო პირობები სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე: კომბინაციით *019# მომხმარებელი ჩაირთავს ულიმიტო ინტერნეტს 19 ლარად, ხოლო კოდით *202# - ულიმიტო სასაუბრო* პირობას 10 ლარად გაიაქტიურებს. „სილქფესტით“ სარგებლობა შეეძლებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასევე, შეზღუდვის გარეშე ორივე პაკეტის გამოყენება. *უსასრულო...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-29 21:00:29
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.წლების შემდეგ ქართული ექსპორტი ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება - დინამიკა ციფრებში და პრობლემები, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის. წლების შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი...

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი
access_time2020-10-29 17:00:01
8 წლიანი მმართველობის დასასრულს „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას. მთავარ ორიენტირად ისევ მემარცხენე მიმართულება რჩება. საარჩევნო პროგრამაში პირველივე გვერდზე ვკითხულობთ სიტყვებს „მზრუნველი ხელისუფლება.“ პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ მმართველობის პირველივე წლებიდან „ეკონომიკის ხარისხობრივი განვითარებისთვის ფუნდამენტური...

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა
access_time2020-10-29 14:00:38
სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა. კლება რეექსპორტის ხარჯზეა. რაც მსუბუქი ავტომობილების შემცირებით აიხსნება, რაც ძირითადი საექსპორტო ჯგუფია. 2019 წლის სექტებერში სომხეთში საქართველოდან $31 მლნ -ის ავტომობილი გავიდა, 09/2020 - 0. საქტატში აღრიცხული არ არის და მსხვილი ექსპორტიორის კავკასიის...


მსგავსი სიახლეები

up