ავიაკომპანიებმა შობის დღეებში დაგეგმილი 4500-ზე მეტი ავიარეისი გააუქმეს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის სწრაფად გავრცელებადი „ომიკრონ“ ვარიანტი გახდა, რის გამოც ავიაკომპანიებმა ეკიპაჟების დაკომპლექტება ვერ მოახერხეს. ყველაზე მეტი ავიარეისი გააუქმეს ავიაკომპანიებმა : China Eastern-მა, Air China-მ, United Airlines-მა, Air India-მ და Delta-მ".
“ომიკრონის“ შემთხვევების მატებამ პირდაპირი გავლენა იქონია ჩვენი ეკიპაჟების წევრებსა და იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს ოპერაციებს მართავენ. შედეგად, სამწუხაროდ, მოგვიწია ზოგიერთი ფრენის გაუქმება“, - აღნიშნულია United Airlines-ის განცხადებაში.
Delta-ში კი განმარტავენ, რომ ავიარეისების გაუქმების გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანიამ „ამოწურა ყველა ვარიანტი და რესურსი, მათ შორის დაგეგმილი ფრენების განსახორციელებლად ეკიპაჟების წევრების შეცვლისა და ჩანაცვლების.
წინასადღესასწაულო ქაოსის საპასუხოდ, ამერიკულმა ავიაკომპანიებმა, United Airlines-მა და Delta-მ ხელისუფლებას მოუწოდეს, აცრილი პერსონალისთვის საკარანტინო წესები შემსუბუქდეს.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"