ავიაკომპანიები მოგებაზე 2023 წლიდან გავლენ - IATA

ავიაკომპანიები მოგებაზე 2023 წლიდან გავლენ - IATA

access_time2022-06-20 20:30:00

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) სავაჭრო ჯგუფის პროგნოზით, გლობალური ეკონომიკის შემცირების მიუხედავად, ავიაკომპანიები მოგებას შემდეგ წელს დაუბრუნდებიან.


IATA-ს მიხედვით, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, საჰაერო მოგზაურობის ინდუსტრიისთვის დანაკარგები მიმდინარე წელს $9.7 მილიარდს აღწევს. თუმცა, მდგომარეობა გაუმჯობესებულია ოქტომბერში პროგნოზირებული $11.6 მილიონიანი დეფიციტიდან.


მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანიების უმეტესობა ჩვეულებრივზე უკეთესი გაყიდვებით სარგებლობს, რადგან პანდემიური შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მომხმარებლები მოგზაურობას დაუბრუნდნენ, საეჭვოა რამდენ ხანს გასტანს აღმავალი ფაზა. კომპანიებს გაზრდილი საწვავის ხარჯების ფონზე უწევთ გაზარდონ ბილეთების ფასები, ხოლო შინამეურნეობები რეკორდული ინფლაციის წნეხს განიცდიან.


IATA-ს გენერალური დირექტორის, ვილი უოლშის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მწვავე ეკონომიკური და პოლიტიკური რეალობის გადასაფარად არავითარი გზა არ არსებობს, მოგზაურობის სურვილი და საქონლის გადაადგილების აუცილებლობა მაინც მყარი გარემოებებია.



უოლშის თქმით, მომხმარებლები საწვავის ფასების ზრდის ფონზე მაღალ ტარიფებს უნდა ელოდონ, განსაკუთრებით აშშ-ს ფარგლებს გარეთ, სადაც ჰეჯირების ნაკლებობამ ფასების მყისიერი ზრდა გამოიწვია. დადებითი მხარე ისაა, რომ თვითმფრინავის საწვავის გაზრდილმა ფასებმა შეიძლება ხელი შეუწყოს მდგრად საავიაციო საწვავზე გადასვლას, რადგან ფასებს შორის განსხვავება ამ ორს შორის ახლა გაცილებით ნაკლებია.


IATA-ს გენერალური დირექტორის მიხედვით, უკრაინის ომი ავიაკომპანიებისთვის ასევე გრძელვადიან გამოწვევად რჩება. თუმცა, უოლშმა ასევე აღნიშნა, რომ ომის ზემოქმედება ავიაკომპანიების უმეტესობაზე საკმაოდ შეზღუდულია.


წყარო:  Bloombergbusinessformula.ge



თეგები:
IATA



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up