ავიაკომპანია Sriwijaya Air-ის გაუჩინარებული ბოინგის ბორტზე სავარაუდოდ 62 ადამიანი იმყოფებოდა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, მათგან 56 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი. მგზავრებს შორის 10 ბავშვი იყო.
ნამსხვრევები, რომლებიც სავარაუდოდ ჩამოვარდნილ თვითმფრინავს ეკუთვნის, ჯაკარტის ჩრდილოეთით ზღვაშია ნაპოვნი. აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
„ბოინგი 737“ ჯაკარტიდან ქალაქ პანტიანაკში ასრულებდა რეისს. ჯაკარტის აეროპორტიდან ავიალაინერი ადგილობრივი დროით 14:30 საათზე აფრინდა და მალევე რადარებიდან გაუჩინარდა.
1tv.ge