ავიაკომპანია Myway Airlines-ი ფინანსურ კრიზისს ებრძვის - დასაქმებულთა კიდევ 20% სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩება

ავიაკომპანია Myway Airlines-ი ფინანსურ კრიზისს ებრძვის - დასაქმებულთა კიდევ 20% სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩება

access_time2020-10-17 14:00:32

ოქტომბრის ბოლოდან საქართველო ევროპის ქვეყნებთან რეგულარული ავიამიმოსვლის ეტაპობრივად აღდგენას შეუდგება, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ ბრიფინგზე განაცხადა. ამჟამად საქართველოდან რეგულარული რეისები კვირაში ერთხელ სრულდება პარიზში, მიუნხენსა და რიგაში.

 

„COVID-19-ის  პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვების შედეგად, ავიაკომპანია Myway Airlines- ფინანსურ კრიზისს უკვე თვეებია ებრძვის. საავიაციო ბიზნესის გადარჩენის და თანამშრომლების შენარჩუნების ერთადერთი გზა, რეგულარული და ერთჯერადი ჩარტერული რეისების შესრულებაა. ფრენების განხორციელება კი სახელმწიფოს დახმარებისა და ჩართულობის გარეშე შეუძლებელია,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ავიაკომპანია Myway Airlines-ში განუცხადეს.


კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამ დრომდე კრიზისს ებრძვიან და სხვადასხვა მიმართულებით ფრენებზე ნებართვის მორიგი დაყოვნების შემთხვევაში კონტრაქტების შეწყვეტა არაერთ პროფესიონალ დასაქმებულთან მოუწევთ.



მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით 94 სამგზავრო რეისია ჩანიშნული. აქედან Myway Airlines-მა მხოლოდ სამი რეისი შეასრულა. სხვადასხვა მიმართულებებით, ფრენაზე ნებართვების მიღებას ავიაკომპანია ამ დრომდე ელოდება. სწორედ ფრენის ნებართვების მიღებაზეა დამოკიდებული კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, რაც თავის მხრივ კომპანიაში დასაქმებულ თანამშრომლებზე აისახება.


პანდემიის პირობებში, ავიაკომპანიის მენეჯმენტს სამწუხაროდ მოუწია შეეწყვიტა კონტრაქტები დასაქმებულთა 20 % ისთვის, პერსონალის დანარჩენს კი ხელფასები მკვეთრად შეუმცირდათ. ავიაკომპანიის მენეჯმენტი ამ დრომდე ცდილობს შეინარჩუნოს ავიაკომპანიაში დასაქმებული პროფესიონალი კადრები, თუმცა იმ შემთხვევაში თუკი Myway Airlines-არ მიეცემა საშუალება განახორციელოს ჩარტერული ფრენები, კომპანიაში დასაქმებულთა კიდევ 20% დარჩება სამსახურისა და შემოსავლის გარეშე,”-აცხადებენ ავიაკომპანიაში.

 

რეგულარულ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვები საქართველოს ხელისუფლებამ 1 ნოემბრამდე გააგრძელა. შეზღუდვები არ ეხება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებს, რომლებიც ხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებს შორის. ოქტომბრის დასაწყისში რეგულარული რეისები ქუთაისიდან რიგის მიმართულებით განაახლა ასევე Wizzair-მა.

 



თეგები:
Myway airlines



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up