ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“ 1 ივნისიდან ფრანკფურტი-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ოპერირებას იწყებს. რეგულარულ ფრენები ფრანკფურტიდან კვირაში 4 სიხშირით ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
„ასევე ავიაკომპანია ფრენების სიხშირეს აორმაგებს მიუნხენის მიმართულებით და ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე თავდაპირველად, რეგულარულ ფრენებს კვირაში ოთხჯერ შეასრულებს, ხოლო 31 მაისიდან, ოპერირებას ყოველდღიურად გეგმავს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.