17 მაისს, საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Flynas-მა ერთწლიანი პაუზის შემდეგ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი „TAV Georgia“ ავრცელებს.
„ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია ფრენებს თბილისისა და ბათუმის მიმართულებით რიადიდან, ჯედადან და დამამიდან შეასრულებს:
ჯედა – თბილისი – ჯედა, ყოველ ორშაბათს ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას;
დამამი – თბილისი – დამამი, ყოველ ორშაბათს ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას;
რიადი – თბილისი – რიადი, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას;
რიადი – ბათუმი – რიადი, ყოველ ორშაბათს ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას;
ჯედა – ბათუმი – ჯედა, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს;
დამამი – ბათუმი – დამამი, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს.
რენები Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.