ერთთვიანი პაუზის შემდეგ ავიაკომპანია Arkia ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი „TAV Georgia“ ავრცელებს.
„თელ-ავივი-ბათუმის მიმართულებით რეგულარული რეისები 5, 9 ,12, 15, 19, 21, 23, 26, 28 სექტემბერს Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
3 ოქტომბრიდან, ავიაკომპანია არკია რეგულარულ ფრენებს ოქტომბრის ბოლომდე, კვირაში ორი სიხშირით - ყოველ კვირასა და ხუთშაბათს შეასრულებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.