ავიაციის ბიზნესი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის კომიტეტში ერთიანდება

ავიაციის ბიზნესი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის კომიტეტში ერთიანდება

access_time2020-05-11 15:15:13

საავიაციო-საკონსულტაციო ჯგუფის ინიციატივით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბაზაზე საავიაციო კომიტეტი ფუძნდება, რომელსაც გიორგი მოლოდინაშვილი უხელმძღვანელებს. პალატა სხვადასხვა კომპანიის იდეებს, ხედვებს და სურვილებს გააერთიანებს, შემდგომ კი ერთიან პოზიციას საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას წარუდგენს.


საავიაციო კომიტეტის წევრებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა დაამტკიცებს. გარდა ამისა, კომიტეტს აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს სტუმრის სტატუსით ექსპერტების მოწვევა.


პალატის პრეზიდენტის გიორგი პერტაიას განცხადებით, დღეს, ავიაციის სფეროში დგას კომიტეტის შექმნის საჭიროება, რომ კომპანიებმა ერთიანი პოზიცია დააფიქსირონ, კონკრეტული წინადადებები და მესიჯები მიაწოდონ მთავრობას. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოსაც უმარტივდება გადაწყვეტილებების მიღება.
,,სავაჭრო-სამრეწველო პალატაში 900-მდე მცირე და საშუალო ბიზნეს სუბიექტია გაერთიანებული, ბოლო პერიოდში კი მსხვილი ბიზნეს წვერებიც ერთიანდება. ჩვენი მთავარი ფუნქციაც ის არის, რომ დავაორგანიზოთ ბიზნესის იდეები და წარვუდგინოთ მთავრობას, პალატაში არსებული სხვდასხვა კომიტეტის მეშვეობით. კომპანიები ერთიანდებიან მაშინ, როცა შეუძლიათ საერთო პრობლემის გადალახვა. დღეს კი, დგას ამის საჭიროება ავიაციის სფეროში. ’’- განაცხადა გიორგი პერტაიამ.


გიორგი მოლოდინაშვილის განცხადებით, 55 კომპანიასთან უკვე იყო მოლაპარაკება. და 98%-მა გამოთქვა მზადყოფნა, რომ გაწევრიანდეს და აქტიურად ჩაერთოს კომიტეტის საქმიანობაში.



,,კრიზისულ ვითარებაში საავიაციო კომპანიების ინტერესთა კონსოლიდაცია გვაკლდა. გვსურს, რომ გავაერთიანოთ ყველა კომპანია განურჩევლად, რომელთა ხმა გაგებული იქნება ამ კომიტეტის ფარგლებში. კომიტეტის შექმნის მთავარი მიზანიც ეს არის, რომ დაცული იყოს თითოეული ავია საწარმოს ინტერესი. სფეროს სჭირდება ერთიანობა, უნდა ვისაუბროთ იმ პრობლემატურ საკითხებსა და გამოწვევებზე, რაც დარგში არსებობს. დღეს, კორონავირუსის გამო მთლიანი სექტორია გაჩერებული. ბევრმა სფერომ წარმოადგინა ხედვა და გამოსავლის გზები, თუმცა არა საავიაციო დარგმა. როგორ უნდა გამოვიდეთ კრიზისიდან და როგორ ვიმოქმედოთ პოსტ კრიზისის დროს, ჩამოვაყალიბებთ და შევთავაზებთ ჩვენს იდეებს სახელმწიფოს’’-განაცხადა მოლოდინაშვილმა.


კომიტეტის პოტენციურმა წევრმა კომპანიებმა წევრობის სურვილთან დაკავშირებით განაცხადი 14 მაისამდე უნდა წარმოადგინონ, რის შემდგომაც პირველი სამუშაო ონლაინ შეხვედრის ჩატარება იგეგმება. მომავალი სამუშაო დღის წესრიგი, აღნიშნულ შეხვედრაზე კომიტეტის წევრებთან კონსულტაციის შედეგად ჩამოყალიბდება .





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up