„ავიაციის აღდგენისა და გაჯანსაღების პროცესში აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს მკვეთრად გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო რიგი პრობლემები დაუდგა“

„ავიაციის აღდგენისა და გაჯანსაღების პროცესში აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს მკვეთრად გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო რიგი პრობლემები დაუდგა“

access_time2022-06-22 17:40:00

22-24 ივნისს, იტალიის დედაქალაქში ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI EUROPE) ყოველწლიური კონგრესი და გენერალური ასამბლეა იმართება. რომში მიმდინარე 32-ე ფორუმში საჰაერო ტრანსპორტის უმაღლესი პირები და სფეროს ლიდერები მონაწილეობენ. გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე წარმოადგენს. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.



კონგრესი ლეონარდო და ვინჩის სახელობის რომის ფუმიჩინოს აეროპორტის მეხუთე ტერმინალში იმართება. ძირითადი თემა 2022 წლის ზაფხულისა და ზამთრის სანავიგაციო სეზონების დაგეგმვა, ანალიზი და საინვესტიციო კუთხით ახალი სტრატეგიების შემუშავებაა. თამარ არჩუაძის განმარტებით, ასამბლეაზე საუბარი პანდემიის შემდეგ ავიაციისა და ტურიზმის სწრაფი გაჯანსაღების საკითხებს შეეხება, ასევე როგორ მოახდინონ ადაპტირება აეროპორტებმა არსებულ გამოწვევებთან.



,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, როგორც აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობას ყოველწლიურად იღებს. გვექნება შეხვედრები ევროპის აეროპორტების ხელმძღვანელ პირებთან. განვიხილავთ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებს, რაც უკვე კოვიდ პანდემიის შემდეგ დადგა. ავიაციის აღდგენისა და გაჯანსაღების პროცესში აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს მკვეთრად გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო რიგი პრობლემები დაუდგა. ძირითადად ეს ეხება ადამიანურ რესურსს.როგორ უნდა შევუწყოთ ხელი სააეროპორტო ინდუსტრიის საქმიანობის გაუმჯობესებას - 3 დღის განმავლობაში კოლეგებთან ერთად ამ თემის გარშემო ვიმსჯელებთ,“-განაცხადა თამარ არჩუაძემ.




3 დღიანი ღონისძიების დასასრულს, გენერალურ ასამბლეაზე ევროპის საუკეთესო აეროპორტი გამოვლინდება. აღსანიშნავია,რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის ოპერატორი კომპანია საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაა (UAG), პანდემიამდე ზედიზედ ორჯერ დასახელდა მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით საუკეთესო აეროპორტებს შორის.







„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“
access_time2022-07-07 15:44:18
„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“ — ამ სიტყვებით მიმართა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას. მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის გააკეთა. „ნათელია, პარლამენტის „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ ამ პარტიას უნდა ჰყავდეს ახალი ლიდერი და შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრიც....

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს
access_time2022-07-07 15:00:00
2022 წლის იანვარ-მაისში ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 5 თვეში ქვეყნიდან 90,24 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა (340,4 ათასი დოლარის ღირებულების), გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთში 48,63 ტონა პროდუქტი (151,9 ათასი დოლარის ღირებულების) გავიდა. გთავაზობთ Top-3 ქვეყანას, სადაც საქართველომ წელს ნატურალური თაფლი გაყიდა: ბულგარეთი - 67,42 ტონა (195,1 ათასი დოლარი)საფრანგეთი - 14,40 ტონა (80,94...

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა
access_time2022-07-07 12:25:56
არქის დიდი ოჯახის საზეიმო ღონისძიება, მცხეთაში გაიმართა, სადაც სპეციალურად არქელებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა და ვახშამი მოეწყო. საღამოს წამყვანი, არქელების მეგობარი დუტა სხირტლაძე გახლდათ, ხოლო მუსიკალურ გაფორმებაზე დათო გომართელი და ანსამბლი „შვიდკაცა“ ზრუნავდა. არქელების პირველ საზეიმო ღონისძიებას  ექვსი საცხვრებელი სახლის მაცხოვრებელი ესწრებოდა.   “არქიში წლებია, რაც სხვადასხვა დღესასწაულს არქელები ერთ დიდ ოჯახად აღვნიშნავთ. დღევანდელი ღონისძიების...

Credit Suisse ივანიშვილთან ურთიერთობაში ევროპარლამენტის რეზოლუციას ეყრდნობა

Credit Suisse ივანიშვილთან ურთიერთობაში ევროპარლამენტის რეზოლუციას ეყრდნობა
access_time2022-07-07 12:30:45
საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის ინფორმაციით, 5 ივლისს ივანიშვილმა Credit Suisse-სგან წერილი მიიღო, სადაც განმარტებულია, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის...

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი სრულად აღდგა, რეისების რაოდენობა კი 21%-ით გაიზარდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი სრულად აღდგა, რეისების რაოდენობა კი 21%-ით გაიზარდა
access_time2022-07-07 12:00:05
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა კვლავ ნარჩუნდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის ივნისის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი 100% აღდგა.   2022 წლის ივნისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 76,052 მგზავრს მოემსახურა. (2019 წლის ივნისი 76,208 მგზავრი).   ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების...


მსგავსი სიახლეები

up