ავიაციაში დასაქმებულები ვაქცინაციის გეგმაში ჯერ არ არიან – ითვალისწინებს თუ არა საქართველო IATA-ს რეკომენდაციას?

ავიაციაში დასაქმებულები ვაქცინაციის გეგმაში ჯერ არ არიან – ითვალისწინებს თუ არა საქართველო IATA-ს რეკომენდაციას?

access_time2021-03-24 14:30:28

ავიაციაში დასაქმებული პირები COVID-ვაქცინაციის პროცესში ერთ-ერთ პრიორიტეტულ კატეგორიად უნდა იყვნენ მიჩნეულნი, ასეთია საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) რეკომენდაცია.

 

რა ხდება საქართველოში, გაითვალისწინა თუ არა ქვეყანამ IATA-ს რეკომენდაცია?

 

AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ოფიციალური წერილის პასუხად აცნობეს, რომ აღნიშნული საკითხი  აქტიურად განიხილება სხვადასხვა უწყებრივ ფორმატში, თუმცა ამ დროისათვის საბოლოო გადაწყვეტილება არ არსებობს.

 

“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, დროულად მოხდეს ისეთი სფეროების წარმომადგენლების ვაქცინაცია, როგორიცაა საავიაციო, საზღვაო თუ სახმელეთო ტრანსპორტის სექტორები, საკითხი  აქტიურად განიხილება სხვადასხვა უწყებრივ ფორმატში და მივყვებით ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის გადაწყვეტილებებს, რომლის მიხედვით დგინდება და ცხადდება ვაქცინაციის ეტაპები და პრიორიტეტები (უკვე გამოცხადებულია ორი ეტაპი: 2021 წლის 15 მარტიდან – სამედიცინო პერსონალი, ხოლო 25 მარტიდან – 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები)”, აღნიშნულია სამინისტროს მიერ AviaNews-თვის გამოგზავნილ წერილში.


 

შეგახსენებთ, რომ ავიაციაში დასაქმებული პირების COVID-19-ის ვაქცინაციის პროცესში ერთ-ერთ პრიორიტეტულ კატეგორიად ჩასმის რეკომენდაცია IATA-მ ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში გასცა.

 

იმავდროულად, შესაბამისი რეზოლუცია IATA-ს 76-ე წლიურ შეხვედრაზე ერთხმად იქნება მიღებული.

 

„ჩვენ არ ვითხოვთ, რომ ავიაციის მუშაკები სიის თავში იყვნენ, მაგრამ მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ მათი ინტერესები მაშინ, როდესაც ვაქცინის დანერგვის გეგმები იქნება შემუშავებული“, – განაცხადა IATA-ს გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე დე ჟუნიაკმა.


avianews.ge


თეგები:
iata



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up