ავია ბიზნესს შეზღუდვების შემსუბუქება ჯერ ვერ შველის

ავია ბიზნესს შეზღუდვების შემსუბუქება ჯერ ვერ შველის

access_time2022-02-02 11:00:44

ავიაციის სფეროში შეზღუდვები უმეტესწილად მოხსნილია, მაგრამ პრობლემა მაინც ვერ მოგვარდა. ავიაექსპერტი იასე ზაუტაშვილი მთავარ დაბრკოლებად სახელმწიფოს პოლიტიკას მიიჩნევს. მისი თქმით, პანდემიისას ქართული კომპანიები ფაქტობრივად გაკოტრდნენ და მათი მდგომარეობა ჯერჯერობით უიმედოა.

 

ზაუტაშვილის თქმით, გამოსავალი შეიძლება ვერც მოიძებნოს, სანამ ტურისტული ნაკადები არ გაიზრდება და ქართული კომპანიების განვითარების ხელშემწყობი ნაბიჯები არ გადაიდგმება.

 

,,კორონავირუსმა დიდი დარტყმა მიაყენა დარგს, საჰაერო სივრცე დიდწილად გამოუყენებელი დარჩა. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა სტატისტიკა, რამაც აჩვენა, თუ როგორია ჩვენი საჰაერო სივრცის დატვირთულობა. 40%-იანი სხვაობაა პანდემიამდელ წელთან შედარებით, რაც დიდი პრობლემაა. დარგის პერსპექტივა და განვითარების შესაძლებლობა დამოკიდებულია  ტურისტული ნაკადების შემოსვლის მაჩვენებლებზე, რაც ჯერჯერობით დაბალია. ცალკე საკითხია უცხოური კომპანიების დომინანტი როლი ქართულ ავიაციაში.  ერთ-ერთი მთავარი პრობლემაც ეს არის, სანამ ეროვნული კომპანია არ გვეყოლება, სარგებელს ქვეყანა ვერ იგრძნობს.  საქართველოში ოპერირებით ისინი დიდ შემოსავალს იღებენ, მდიდრდებიან, მაგრამ არანაირი სარგებელი ამისგან ბიუჯეტს არ აქვს, სანამ ეს მიდგომა არ შეიცვლება, დარგს არაფერი ეშველება“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ იასე ზაუტაშვილი.



რაც შეეხება ქართული ავიაციის პერსპექტივას, ექსპერტის ვარაუდით, წლის ბოლომდე შეიძლება სიტუაცია გამოსწორდეს, ხოლო 2024 წლისთვის დარგმა პანდემიამდელი მდგომარეობა დაიბრუნოს, რაც სწორ და თანმიმდევრულ პოლიტიკას მოითხოვს.

 

,,იმუნიზაციაში მიღწეულ გლობალურ შედეგზეა ავიაცია დამოკიდებული ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. მიმოსვლა ქვეყნებს შორის უნდა იყოს უსაფრთხო, ამიტომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა აიცრას, ამის გარეშე მგზავრების ზრდა წარმოუდგენელია. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა შეძლონ ფრენების დაგეგმვა, მშვიდად დაჯავშნონ ბილეთები და იმოგზაურონ. წლის ბოლომდე შეიძლება მდგომარეობა მცირედით გამოსწორდეს,  მაგრამ 2024 წლამდე დიდ ცვლილებას არ ველი, დაახლოებით 2-3 წელია საჭირო, რომ დარგმა დაკარგული პოზიციები აღიდგინოს“, - დასძენს ზაუტაშვილი ,,კომერსანტთან“.


ოფიციალური მონაცემით, 2021 წელს საქართველოს საჰაერო სივრცე 87 314-ჯერ გამოიყენეს. 2020 წელთან შედარებით საჰაერო გადაფრენების რაოდენობა 31%-ით არის გაზრდილი, თუმცა 2019 წელთან შედარებით საქართველოს საჰაერო სივრცეში გადაფრენა თითქმის 40%-ით არის შემცირებული.

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up