„air georgia“ პირველი ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც „Wizzair“-ის და „ryanair“ - ის კონკურენტი იქნება

„air georgia“ პირველი ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც „Wizzair“-ის და „ryanair“ - ის კონკურენტი იქნება

access_time2020-09-23 11:00:02

„Wizzair და ryanair“ შემდეგ ქართულ ავიაბაზარზე ახალი დაბალბიუჯეტიანი კომპანია იწყებს ოპერირებას. პროექტი ბრიტანული და არაბული ინვესტიციით ხორციელდება. „air georgia“-ს მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან გადამწყვეტ ფაზაშია. ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელი გიორგი კოდუა კომერსანტთან საუბარში აცხადებს, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს რთული გამოწვევების პარალელურად ახალი შესაძლებლობები შეუქმნა.

 

უპირობოდ გვაქვს შანსი, რომ საქართველო მსოფლიო ლოგისტიკურ ჯაჭვში პატარა რგოლი გახდეს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მივმართე  საინვესტიციო ბანკებს,  ინვესტორებს, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოს მთავრობასთან. ეს  არ არის მრავალმილიარდიანი, მსხვილი პროექტი, 50 მილიონიანი ინვესტიცია, რომელიც მომავალში უკვე მილიარდებს მოიტანს.

პირველი ნაბიჯები წარმატებული და დადებითია. ვგულისხმობ მოლაპარაკებებს, რომელიც ეკონომიკის სამინისტროსთან 80%-ით უკვე დასრულებულია. ინვესტორი მზად არის, ბორტები აყენია. გვინდა რომ საქართველოში ოპერირება დაბალი ფასებით დავიწყოთ, რადგან ჩვენი ქვეყანა არ არის მდიდარი და შესაბამისად, მოსახლეობა უფრო სენსიტიურია ფასებთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე ქართველი მოსახლეობისთვის ეს პროდუქტი უფრო მისაღები იქნება“- განაცხადა გიორგი კოდუამ.

 

გიორგი კოდუა აცხადებს, რომ ორი თვითმფრინავის ბაზა ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტი გახდება.,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელის თქმით, მოთხოვნის მიხედვით უკვე შერჩეულია ის მიმართულებები სადაც „air georgia“ ფრენებს განახორციელებს. განიხილება გერმანიის, იტალიის, საბერძნეთის, უკრაინისა და კიდევ რამდენიმე მიმართულება. კომპანიაში გეგმავენ რომ წლის განმავლობაში 100 000 მგზავრს მოემსახურებიან.


 

„პირველი რამდენიმე თვე ორ ბორტზეა საუბარი, შემდეგ იქნება დამატებით ორი და შემდეგ გაფართოებას უკვე ბაზარზე არსებული ვითარება გვიჩვენებს. ინვესტორები მზად არიან ინვსტიციები გაზარდონ, თუმცა, ეს დამოკიდებული იქნება პირველი ორი ბორტის წარმატებაზე. ბაზებს ქუთაისში განვათავსებთ და იქედან დავიწყებთ ევროპის მიმართულებით დაბალფასიანი რეისების შესრულებას.  მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რომ საწყის ეტაპზე ქუთაისიდან წლიურად 100 000, ხოლო, თბილისიდან დაახლოებით, 150 000 – 200 000 მგზავრს მოვემსახურებით. ვფიქრობთ, რომ მეორე წელს მათი რიცხვი ნახევარ მილიონამდე გაიზარდება, შემდეგ კი დრო გვიჩვენებს“, - აცხადებს გიორგი კოდუა.

 

გიორგი კოდუა ამბობს, რომ „air georgia“ სხვა დაბალ ბიუჯეტიანი კომპანიის მსგავად   ბაზარზე თავის დამკვიდრებას ადვილად შეძლებს. ბიზნესმენს იმედი აქვს რომ სახელმწიფოს დახმარებით ქართული კომპანიის ფასები უფრო დაბალი და მობილური იქნება. მისივე თქმით, პრიორიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაა.


„კონკურენციას მივესალმებით, რადგან მის გარეშე ბიზნესის განვითარება შეუძლებელია. საქართველოს ავიაბაზარზე „ვიზ ეარის“ ოპერირებამ განაპირობა „ეარ ჯორჯიას“ დაბადება. პირველი ნაბიჯი სწორედ ამ კომპანიამ გადადგა, რითაც გვაჩვენა, რომ დაბალბიუჯეტიანი კომპანია ქუთაისში წარმატებულად მუშაობს. მხოლოდ შარშან, 830 000 მგზავრის გადაყვანა მოახერხეს და წარმოიდგინეთ, რამხელა ჩავარდნაა წელს და რამხელაა რეალური შესაძლებლობა.


ჩვენ შემოვიყვანთ იმ მოდელის თვითმფირნავებს, რომლითაც „ვიზ ეარი“ ახორციელებს ფრენებს. ეს იქნება „ეარბა 320“ 180 სავარძლიანი. ასევე აღსანიშნავია, რომ პილოტები და ბორტგამცილებლები იქნებიან ქართველები და მენეჯმენტი იქნება ქართული. ჩვენ პატარა კომპანია ვართ, შესაბამისად უფრო მობილურები, მგრძნობიარე ვიქნებით და ადვილად მოვერგებით ბაზარს. ჩვენ ყველაზე პოპულარული მიმართლებები ავირჩიეთ, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მაღალი დატვირთულობით გამოირჩეოდა“,-
განმარტავს გიორგი კოდუა.

 


თეგები:
„Wizzair ryanair“



29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს
access_time2020-10-29 16:55:29
სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები 30 და 31 ოქტომბერს „სილქფესტის“ აქციით შეძლებენ 30 დღით გაიაქტიურონ ულიმიტო პირობები სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე: კომბინაციით *019# მომხმარებელი ჩაირთავს ულიმიტო ინტერნეტს 19 ლარად, ხოლო კოდით *202# - ულიმიტო სასაუბრო* პირობას 10 ლარად გაიაქტიურებს. „სილქფესტით“ სარგებლობა შეეძლებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასევე, შეზღუდვის გარეშე ორივე პაკეტის გამოყენება. *უსასრულო...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-29 21:00:29
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.წლების შემდეგ ქართული ექსპორტი ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება - დინამიკა ციფრებში და პრობლემები, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის. წლების შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი...

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი
access_time2020-10-29 17:00:01
8 წლიანი მმართველობის დასასრულს „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას. მთავარ ორიენტირად ისევ მემარცხენე მიმართულება რჩება. საარჩევნო პროგრამაში პირველივე გვერდზე ვკითხულობთ სიტყვებს „მზრუნველი ხელისუფლება.“ პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ მმართველობის პირველივე წლებიდან „ეკონომიკის ხარისხობრივი განვითარებისთვის ფუნდამენტური...

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა
access_time2020-10-29 14:00:38
სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა. კლება რეექსპორტის ხარჯზეა. რაც მსუბუქი ავტომობილების შემცირებით აიხსნება, რაც ძირითადი საექსპორტო ჯგუფია. 2019 წლის სექტებერში სომხეთში საქართველოდან $31 მლნ -ის ავტომობილი გავიდა, 09/2020 - 0. საქტატში აღრიცხული არ არის და მსხვილი ექსპორტიორის კავკასიის...


მსგავსი სიახლეები

up