ავღანეთის ტრანსპორტის მინისტრი პროექტ „ლაპის ლაზულის“ მნიშვნელობაზე საუბრობს

ავღანეთის ტრანსპორტის მინისტრი პროექტ „ლაპის ლაზულის“ მნიშვნელობაზე საუბრობს

access_time2019-10-22 20:06:21

„აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის „ლაპის ლაზულის“ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. იამა იარიმ მონაწილეობა მიიღო პანელში „სატრანსპორტო კავშირები - ტრანსფორმაცია აბრეშუმის გზის გასწვრივ და მიღმა“.


„ლაპის ლაზულის“ პროექტის მიხედვით, ავღანეთიდან ტვირთები რკინიგზით და საავტომობილო გზით კასპიის ზღვაზე თურქმენეთის და აზერბაიჯანის პორტებს უკავშირდება, საქართველოში შავ ზღვაზე ფოთისა და ბათუმის პორტების გავლით კი ტვირთების გადაზიდვა ევროპის მიმართულებით ხდება.


„ჩვენ შევქმენით ახალი დერეფანი, რომელსაც „ლაპის ლაზული“ ჰქვია. ამ პროექტით ჩვენ ტვირთების გადაზიდვას ვახდენთ ჩინეთის, ინდოეთის, შუა აზიის, კავკასიის მიმართულებით. ჩვენ უნდა მოვიძიოთ შიდა რესურსები, რომ გავზარდოთ ტვირთბრუნვა, განვავითაროთ ინფრასტრუქტურა“. - განაცხადა იამა იარიმ.



„კომერსანტი“ 




ავლაბარში სამვარსკვლავიან Holiday Inn Express-ს „ელემენტ ქონსთრაქშენი“ აშენებს

ავლაბარში სამვარსკვლავიან Holiday Inn Express-ს „ელემენტ ქონსთრაქშენი“ აშენებს
access_time2020-01-22 15:30:21
 Holiday Inn Express-ი დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, ავლაბარში 2022 წელს გაიხსნება. სამშენებლო ფართობი 7 903 კვ.მ-ს...

მაია ზავრაშვილი: „გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის წიაღისეულის მიმართ საერთაშორისო საინვესტიციო წრეებში დაბალი ცნობადობა“

მაია ზავრაშვილი: „გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის წიაღისეულის მიმართ საერთაშორისო საინვესტიციო წრეებში დაბალი ცნობადობა“
access_time2020-01-22 14:41:11
„იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული წიაღის რესურსები მაქსიმალურად ჩაერთოს ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში როგორც დასაქმების, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა თუ ექსპორტის კუთხით, ვახორციელებთ წიაღის მასშტაბურ რეფორმას, რაც განავითარებს სანედლეულო ბაზას, გაზრდის ეკონომიკური სარგებლიანობას და საინვესტიციო მიმზიდველობას - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, მაია ზავრაშვილმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში...

„სილქფესტის“ აქციები 2020 წელსაც გაგრძელდება

 „სილქფესტის“ აქციები 2020 წელსაც გაგრძელდება
access_time2020-01-22 13:30:10
სილქნეტი აგრძელებს მიმზიდველი პირობებით ინტერნეტ პაკეტებისა და  მრავალფეროვანი აქციების შეთავაზებას მობილურ ქსელში.  თბილისსა და რეგიონში სერვისის გაუმჯობესება კომპანიამ მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ ინდუსტრიებთან -  „ერიქსონთან“ და „ჰუავეისთან“ თანამშრომლობით და...

Georgian Airways-ის საჩივარს რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული იურიდიული კომპანია დააფინანსებს

Georgian Airways-ის საჩივარს რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული იურიდიული კომპანია დააფინანსებს
access_time2020-01-22 14:00:15
Georgian Airways-ის საჩივარი რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ თებერვალში დამტკიცდება. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია „კომერსანტთან“ აღნიშნავს,საქმე საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID) განიხილება, ხოლო პროცედურას ამერიკული იურიდიული კომპანია 10 მილიონამდე დოლარით დააფინანსებს. დავის საგანს წარმოადგენს 2019 წლის...

„სათამაშო ბიზნესის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ უარი ვუთხარი – გოგი თოფაძე „ყაზბეგის“ ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებელობას გეგმავს

„სათამაშო ბიზნესის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ უარი ვუთხარი – გოგი თოფაძე „ყაზბეგის“ ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებელობას გეგმავს
access_time2020-01-22 12:50:17
გოგი თოფაძე ყაზბეგის ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობისთვის ინვესტორებს ეძებს. როგორც ბიზნესმენმა  განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ფართი დედაქალაქის ცენტრშია, დაინტერესება დიდია, თუმცა, მისთვის მისაღები პირობები ჯერ არავის შეუთავაზებია. მისივე თქმით, იყო სხვადასხვა ინიციატივა, მათ შორის, ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნეს ობიექტის განთავსების, თუმცა, ბიზნესმენმა უარი განაცხადა. ამასთან, გოგი თოფაძე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების...


მსგავსი სიახლეები

up