„ავერსის“ გენერალური დირექტორი - მზად ვართ, ინფექციურ საავადმყოფოსთან იჯარის ხელშეკრულება გავაგრძელოთ, თუ ვადის ამოწურვის შემდეგ ტერიტორიის დაცლის გარანტიას მივიღებთ

„ავერსის“ გენერალური დირექტორი - მზად ვართ, ინფექციურ საავადმყოფოსთან იჯარის ხელშეკრულება გავაგრძელოთ, თუ ვადის ამოწურვის შემდეგ ტერიტორიის დაცლის გარანტიას მივიღებთ

access_time2020-03-04 15:25:34

„ავერსი“ მზად არის, ინფექციურ საავადმყოფოსთან ახალი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმოს, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუ კომპანია მიიღებს გარანტიას, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ კლინიკა დატოვებს აღნიშნულ ტერიტორიას .ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ავერსის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ფურცელაძემ განუცხადა.


მისი თქმით, მათთვის ხელშეკრულების გაგრძელებისა და კონტრაქტის პირობების შესახებ ოფიციალურად არავის მიუმართავს. ფურცელაძის განმარტებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კომპანია ითვალისწინებს, რომ ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი, მზადაა, გამოიჩინოს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ინფექციურ საავადმყოფოს გაუგრძელოს ხელშეკრულება იმ პირობით, თუ მიიღებენ შენობის დაცლის გარანტიებს კონტრაქტის ამოწურვის პერიოდისთვის.


ფურცელაძის განმარტებით, სწორედ ამ გარანტიებზე იქნება დამოკიდებული ასევე ინფექციური კლინიკისთვის შენობის გარემონტების უფლების მიცემა. „ავერსის“ ხელმძღვანელის განმარტებით, რემონტის უფლება ინფექციურ კლინიკას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ ისინი ფართში კანონიერ საფუძველზე იქნებიან, დღეს კი, მისი თქმით, საავადმყოფოს პერსონალი იქ უკანონოდ იმყოფება.


„ყოველ წელიწადს, ინფექციურ საავადმყოფოსთან ხელშეკრულება იდებოდა ერთი წლით და იჯარის ფართს ფარავდა სახელმწიფო ბიუჯეტი. იურიდიულად, ხელშეკრულების დასრულება ითვალისწინებს, რომ კლინიკის თანამშრომლებმა უნდა დაცალონ ტერიტორია, თუმცა ეს არ ხდებოდა. 2018 წლის ხელშეკრულების ამოწურვის პერიოდისთვისაც, ჩვენ გვქონდა მიღებული პირობა, რომ ტერიტორია დაიცლებოდა, თუმცა ეს არ მოხდა. შესაბამისად, 2019 წელს ხელშეკრულება აღარ დაიდო, რადგან ვერ მივიღეთ მსგავსი გარანტია“, – განაცხადა ფურცელაძემ.



მისი თქმით, პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო მედიაციის როლს ასრულებს, თუმცა პრობლემას ქმნის ის, რომ ინფექციური საავადმყოფო ალტერნატიული ფართით ვერ დაკმაყოფილდა.


ფურცელაძე ამბობს, რომ შენობაში, სადაც, ბოლო ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფოს გადასვლა იგეგმება, შესაბამისი პირობების შექმნა რამდენიმე თვეში არის შესაძლებელი და თუკი მიიღებენ გარანტიას, რომ ამ პერიოდში კლინიკა ნამდვილად გადავა აღნიშნულ შენობაში, მზად არიან, ინფექციურ საავადმყოფოს ხელშეკრულება 2020 წლის ბოლომდე გაუფორმონ. ამავე დროს, „ავერსის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ წინა წლებში ინფექციური კლინიკის გადასვლის ვადები არაერთხელ შეიცვალა, კომპანიას კი, საკუთარი გეგმები აქვს, ამიტომ ზუსტად უნდა იცოდეს, სად და რამდენ ხანში გადავა კლინიკა სხვა შენობაში.


3 მარტს, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში „ავერსის“ დამფუძნებელს მოუწოდა, ერთი წლით მაინც გაუფორმოს იჯარის ხელშეკრულება და მისცენ შენობის გარემონტების უფლება.


„შენობის გარემონტება ცალსახად იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ მთლიანი ამ ტერიტორიის მფლობელი 2009 წლიდან დღემდე არის „ავერსი ფარმა“ და ეს არის მისი კერძო საკუთრება. 2018 წლის დასაწყისამდე ძალიან უხალისოდ, თუმცა მაინც გვაძლევდა კოსმეტიკური რემონტის ნებას, მაგრამ არა კაპიტალური რემონტის. ბოლო ორი წელიწადია, ჩვენი დაჟინებული, მუხლმოდრეკილი თხოვნის მიუხედავად, კატეგორიულად გვიკრძალავს ნებისმიერი სამუშაოს გაკეთებას, გადაუდებელისაც კი,“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ და აღნიშნა, რომ 30 დეკემბერს შეხვედრა ჰქონდა პრემიერ გიორგი გახარიასთან, რომელმაც აჩვენა 11-სართულიანი შენობის, სამედიცინო ინოვაციების ცენტრის ესკიზები. ცერცვაძის თქმით, პრემიერმა უთხრა, რომ უახლოეს დროში მოაგვარებს შენობის შესყიდვის საქმეს. ინფექციური კლინიკის დირექტორი იმედს გამოთქვამს, რომ წლის ბოლომდე მოხერხდება ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობაში გადასვლა.


1tv.ge



თეგები:
ავერსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up