„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება

access_time2021-12-06 18:30:16

ინფექციური კლინიკა ახალ შენობაში, დიდი ალბათობით, არც წელს გადავა. ამის შესახებ jandacva.ge-ს  „ავერსში“ განუცხადეს, რომელსაც ის ტერიტორია ეკუთვნის, სადაც ინფექციური საავადმყოფოა განთავსებული.



„ავერსი ფარმას“ დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით,  ახალ შენობაში, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოს სახელმწიფომ 2020 წლის მაისში შეუძინა და რომელიც თეთრი კარკასის მდგომარეობაშია, „კარიც კი არავის შეუღია“ და იქ ამ ხნის განმავლობაში არანაირი სარემონტო სამუშაოები არ დაწყებულა.



ფურცელაძის თქმით, მიმდინარე, სამმხრივი ხელშეკრულება ინფექციური კლინიკის მიერ ამ ტერიტორიის იჯარით სარგებლობის შესახებ 2021 წლის 31დეკემბრის ჩათვლითაა დადებული და კომპანია აპირებს, იანვრიდან საკუთრების უფლებით ისარგებლოს. კითხვაზე, როგორ აპირებს „ავერსი ფარმა“ ტერიტორიით სარგებლობას იმ დროს, როცა იქ კლინიკა ფუნქციონირებს, ირაკლი ფურცელაძე ამბობს, რომ ამას პროტესტის გამოხატვისა და პოზიციის დაფიქსირების გზით გააკეთებენ.



“ინფექციური კლინიკის წარმომადგენლები აპროტესტებდნენ იმ პირობებს, რომლებშიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ, აწყობდნენ საპროტესტო აქციებს. მას შემდეგ, რაც ახალი შენობა იქნა შეძენილი, გაჩნდა იმედი, რომ ამ პრობლემის მოგვარების ნება არსებობს. თუმცა ფაქტია, რომ მას შემდეგ ახალი შენობის კარიც კი არავის შეუღია. ბოლო ინფორმაცია, რაც მოგვაწოდეს, ისაა, რომ 29 ნოემბერს ახალი შენობის რემონტზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. თუმცა იმ პირობებში, როდესაც პანდემია მძვინვარებს და, როგორც იურისტები ამბობენ, შესაძლებელია, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, სამუშაოების დაჩქარებულ რეჟიმში, პირდაპირი შესყიდვის გზით შეძენა, გაუგებარია, რატომ არ ითხოვს ამას კლინიკა? ახალ შენობაში ხომ უკეთესი ტექნოლოგიების დანერგვის და მეტი პაციენტის მკურნალობისა და გადარჩენის შესაძლებლობა იქნებოდა? სხვა პერიოდებისგან განსხვავებით, კლინიკის წარმომადგენლები ამაზე პროტესტს არ გამოთქვამენ და მშვიდად არიან, რაც ძალიან გაუგებარი და ალოგიკურია“, – განუცხადა ფურცელაძემ jandacva.ge-ს.




კითხვაზე, შესაძლოა თუ არა იჯარის ხელშეკრულება კიდევ გახანგრძლივდეს, ის ამბობს, რომ, ახალ შენობაში სარემონტო სამუშაოები რომ იყოს დაწყებული და მათი დასრულება ვერ ესწრებოდეს, კომპანია გაითვალისწინებდა ამ მდგომარეობას და დათანხმდებოდა საკუთარ ტერიტორიაზე შესვლის ვადების გადაწევას, თუმცა იმ პირობებში, როდესაც რემონტი არც კი დაწყებულა, ახალი ხელშეკრულების დადებაში კომპანია აზრს ვერ ხედავს.



მისივე თქმით, „ავერსის“ მიზანი არ არის სასამართლოში დავა, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ამ პროცესის დასრულებას წლები დასჭირდება. ირაკლი ფურცელაძის განცხადებით, ეს ტერიტორია „ავერსის“ საკუთრებაა, საკუთრების უფლება კი ქვეყანაში კონსტიტუციითაა დაცული, ამიტომ, მისი თქმით, კომპანია აპირებს, იანვრიდან შევიდეს საკუთარ ტერიტორიაზე და დაიწყოს სხვადასხვა სამედიცინო სერვისის განვითარება, რასაც წლებია, გეგმავს, თუმცა იმის გამო, რომ ტერიტორიაზე ინფექციური კლინიკაა განთავსებული, ამას ამ დრომდე ვერ ახერხებს.



საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამედიცინო დაწესებულება საკუთარი შენობა-ნაგებობების გარეშე 2009 წელს დარჩა. ყაზბეგის გამზირზე მდებარე ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია –  თითქმის 6 ჰექტარი მიწა მასზე დამაგრებული 11 შენობა ნაგებობით, ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაიტანა. ტერიტორია 12 მილიონად გაიყიდა და ის აუქციონის ერთადერთმა მონაწილემ „ავერსი ფარმამ“ იყიდა. ამის შემდეგ გაიცა პირობა, რომ კლინიკას  ახალი ფართი და შენობა ექნებოდა, მანამდე კი ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაცია შენობებში დროებით, იჯარის ხელშეკრულებით დარჩებოდა. თუმცა, პრობლემის მოგვარება დღემდე ვერ მოხერხდა.

 


გასულ წელს მთავრობამ ინფექციური კლინიკისთვის ახალი შენობა იყიდა, რომელიც ლუბლიანას ქუჩაზე მდებარეობს და რომელიც 40 მილიონი ლარის ღირებულებისაა. რემონტი მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, რათა პერსონალს მუშაობის სათანადო პირობები ჰქონდეს.



jandacva.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up