„ავერსი ფარმას“ მოგება წინა წლებთან შედარებით 77%-ით შეუმცირდა

„ავერსი ფარმას“ მოგება წინა წლებთან შედარებით 77%-ით შეუმცირდა

access_time2020-11-10 12:40:21

საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოთამაშემ შპს „ავერსი ფარმას“ 2019 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიის საოპერაციო წლის მოგება 77%-ით შემცირდა.


2019 წლის მონაცემებით, შპს „ავერსი ფარმას“ საოპერაციო წლის მოგებამ 3,170,283 ლარი შეადგინა, ხოლო 2018 წლის მაჩვენებელი 13,749,931 ლარს შეადგენდა.


აღსანიშნავია, რომ 2019 წელს კომპანიის აქტივები გაიზარდა და სულ 333,747,468 ლარი შეადგინა, ხოლო 2018 წელს ეს მაჩვენებელი 292,139,233 ლარი იყო.



ანგარიშგების მიხედვით, 2019 წელს კომპანიის ფინანსური კოეფიციენტები 2018 წელთან შედარებით გაუარესდა. რაც ძირითადად გამოწვეულია ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გაუფასურებით დოლარისა და ევროსთან მიმართებით.


„ვინაიდან, უდიდესი ნაწილი რომელიც ჩვენს სააფთიაქო ქსელში იყიდება არის იმპორტირებული, ხოლო რეალიზაციის დიდი ნაწილი არის ეროვნულ ვალუტაში, მნიშვნელოვან რისკს მიეკუთვნება სავალუტე რისკი, რადგან არასტაბილური კურსის პირობებში მაღალია ალბათობა, რომ ანგარიშსწორებისას გართულდეს მომწოდებელთან შესაბამისი ვალუტის გადარიცხვა. COVID-19 ვირუსის გავრცელებით გამოწვეული რისკები, რამაც შესაძლოა მნიშნელოვანი გავლენ მოახდინოს კომპანიის ამონაგებზე, სავაჭრო მოთხოვნების გაუფასურებაზე და ასევე მარაგებისა და გრძელვადიანი აქტივების გაუფასურების ზრდაზე“, - აღნიშნულია ანგარიშგებაში.


შპს „ავერსი-ფარმა“ წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომელიც დაარსდა 1999 წლის 14 მაისს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის ძირითადი საქმიანობა არის ფარმაცევტული და პირადი ჰიგიენის პროდუქტების საცალო და საბითუმო ვაჭრობა. 2019 და 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის 67% და 33% ფლობდნენ პაატა კურტანიძე და ნიკოლოზ კურტანიძე. „ავერსის“ საქმიანობა 2019 წლის მონაცემებით ხორციელდებოდა 268 აფთიაქით.


ნინო თამაზაშვილი



თეგები:
ავერსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up