“ავერსი“, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია, დღემდე ვერ ახერხებს დაავადებული ფიჭვებისგან “ინფექციური საავადმყოფოს“ ტერიტორიის გაწმენდას

“ავერსი“, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია, დღემდე ვერ ახერხებს დაავადებული ფიჭვებისგან “ინფექციური საავადმყოფოს“ ტერიტორიის გაწმენდას

access_time2019-07-15 14:00:07


ფიჭვებზე გავრცელებული დაავადების გამო, ფაქტობრივად, თბილისში ამ სახეობის ჯანსაღი ხე აღარ არსებობს. დაავადების ყველაზე მასშტაბურ ცენტრად თავის დროზე მერია საბურთალოს ტერიტორიას ასახელებდა.  კერძოდ, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ეზოს და ე.წ. წითელ ბაღს. ამის შესახებ “კომერსანტი“  ჯერ კიდევ ერთი წლის წინ წერდა.  მართალია,  მერიამ დაავადებული ხეების ჭრა “წითელ ბაღში“ დაიწყო და ახალი ნარგავებიც გააშენა, მაგრამ ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია დღემდე დაავადებული, გამხმარი ფიჭვებით არის სავსე, რაც ახალი დაავადების გავრცელების მთავარი წყაროა. მიზეზი, რის გამოც აქ ხეები არ იჭრება, არის ის, რომ ეს ტერიტორია კერძო კომპანიის საკუთრებაა —  ეს კომპანია კი “ავერსია“, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. 



 


“კომერსანტი“ ბოლო ერთი თვის განმავლობაში რამდენჯერმე დაუკავშირდა „ავერსის“ პრესსამსახურს კითხვით —“ავერსი“, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, როდის აპირებენ დაავადებული ხეების მოჭრას და გეგმავენ თუ არა ახალი ნარგავების განაშენიანებას. თუმცა დაპირების მიუხედავად კითხვებზე პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.



გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა “კომერსანტს“ თითქმის ნახევარი წლის წინ განუცხადა, რომ კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომელიც შერეულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მუნიციპალიტეტი და კერძო სექტორი ამ ტერიტორიების დასუფთავებას დაავადებული მცენარეებისგან და შემდეგომ მათ აღდგენას ერთობლივად გადაინაწილებენ. ასევე გადანაწილდება ხარჯები. 


ამის მიუხედავად ავერსს და თბილისის მერიას ხმობად ფიჭვებზე რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია.



გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში ამჟამად „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ ავერსის კუთვნილ ტერიტორიაზე სანიტარული ღონისძიებებს კომპანია სექტემბრიდან დაიწყებს, ხოლო თბილისის მერია საავადმყოფოს ეზოში ხე-მცენარეებს დარგავს, ანუ  ბიუჯეტის თანხები ისევ კერძო კომპანიაში დაიხარჯება.


შეგახსენებთ, რომ ტერიტორია ავერსმა 2009 წელს იყიდა. დღემდე ამავე ტერიტორიაზეა სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“. სახელმწიფოს შენობები იჯარით აქვს აღებული, რაშიც 2012 წლიდან ქვეყნის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად დაახლოებით 40 000 ლარი ირიცხება.



 



 










 

ბაჩო ადამია





კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო

კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო
access_time2019-12-13 16:33:47
ჩვენი შეფასებით, ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარული სხდომაზე 2020-2022 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა. კობა გვენეტაძემ მაღალი ინფლაციის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში ინფლაციაზე ერთჯერადი ფაქტორების გავლენას ჰქონდა ადგილი, რაც ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე...

კინოთეატრ „აპოლოს” რესტავრაცია 2020 წლიდან იგეგმება -ისტორიული შენობა,რომლის ფასადიც ინგრევა

კინოთეატრ „აპოლოს”  რესტავრაცია 2020 წლიდან იგეგმება -ისტორიული შენობა,რომლის ფასადიც ინგრევა
access_time2019-12-13 15:30:31
 კინოთეატრ „აპოლოს“ ფასადი რამდენიმე დღის წინ  ჩამოინგრა,  „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაშია  ისტორიული შენობა-ნაგებობა და  გიორგი გეგელიას დაუკავშირდა, რომელიც  კინოთეატრ  „აპოლოს“ 100%-იანი წილის  მფლობელია და კომპანია „კონფიდენს გრუპის“ ხელმძღვანელია.  როგორც გეგელია  აღნიშნავს,  შენობის ფასადი  სიცოცხლისთვის საშიში არ არის, რადგან  დაზიანებული ფასადის დემონტაჟი...

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა
access_time2019-12-13 13:17:09
„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა.აღნიშნულის შესახებ რეესტრში მონაცემები უკვე აისახა. კერძოდ, სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერი - „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვის“ გადაწყვეტილებით, საბჭოს დატოვებს დავით შონია. როგორც რეესტრშია მითითებული, შონიამ წასვლის შესახებ კომპანიას თავად მიმართა. შეგახსენებთ, რომ დავით შონია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე 2017 წლის ოქტომბერში აირჩიეს....

WIZZ AIR აანონსებს WIZZ AIR ABU DHABI-ს დაარსების სამომავლო გეგმას

WIZZ AIR აანონსებს WIZZ AIR ABU DHABI-ს დაარსების სამომავლო გეგმას
access_time2019-12-13 09:10:25
Wizz Air-მა, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრულმა და წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, დღეს დააანონსა, რომ აბუ-დაბის დეველოპმენტ ჰოლდინდგის კომპანია PJSC (“ADDH”)-თან პარტნიორობით დაარსდება Wizz Air  Abu Dhabi, არაბთა გაერთიანებული საამიროები. ახლადშექმნილი ავიკომპანია იქნება Wizz Air-ის პირველი ავიახაზი ევორპის...

„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“

„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“
access_time2019-12-12 18:30:34
რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ საფინანსო ბაზარზე არსებული ვითარება შეაჯამა. მისი თქმით, 2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა, რაც ნაწილობრივ, ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა. „2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ბაზარი კიდევ უფრო გაიზარდა. 2018 წელს პირველად იყო,როცა პირველ და მეორე...


მსგავსი სიახლეები

up