ავარიული შენობების ჩასანაცვლებლად ყოველწლიურად 30-40 მილიონი ლარი დაიხარჯება

ავარიული შენობების ჩასანაცვლებლად ყოველწლიურად 30-40 მილიონი ლარი დაიხარჯება

access_time2021-11-27 10:00:46

„10 000-მდე ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს ჩვენ, სამწუხაროდ, დედაქალაქში, რომელთა ჩანაცვლებასაც ვიწყებთ ეტაპობრივად - ყოველწლიურად 30-40 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიეროთ და ამ განახლებით მივიღებთ ახალ, თანამედროვე არქიტექტურას, ამ დანგრეული, ძველი საბჭოთა დროინდელი შენობების მაგივრად, რაც ძალიან მაგარია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.


მისი თქმით, დედაქალაქში დაახლოებით 10 000-მდე ავარიული შენობა-ნაგებობაა და მათი ჩანაცვლება ახლით, მნიშვნელოვანია.


„10 000-მდე ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს ჩვენ, სამწუხაროდ, დედაქალაქში, რომელთა ჩანაცვლებასაც ვიწყებთ ეტაპობრივად და პროექტის არსი მდგომარეობს ძალიან მარტივ რამეში, - გვინდა, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს არსებული საყოფაცხოვრებო პირობები გავუუმჯობესოთ, ჩავანაცვლოთ დანგრეული შენობები, რომლებიც ავარიულია და მძიმე მდგომარეობაშია. ათეულობით მილიონ ლარს ვხარჯავთ ყოველწლიურად ასეთი შენობების გამაგრებაში. შემდეგ რას ვიღებთ, გადის 5-6 წელი, ისევ ავარიული ხდება, ისევ პრობლემურია. ეს დაინგრევა, დროებით იჯარით, ორ წლის განმავლობაში, სანამ მშენებლობა განხორციელდება, ეს ოჯახები ქირით გაგვყავს და ყველაფერს ჩვენ გადავიხდით, მუნიციპალიტეტი. ათიათასივე შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება ორ-ოთხ წელიწადში შეუძლებელი და გამორიცხულია, ამის ილუზია არავის არ უნდა ჰქონდეს. ყოველწლიურად 30-40 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიეროთ და ამ განახლებით მივიღებთ ახალ, თანამედროვე აქტიტექტურას, ამ დანგრეული, ძველი საბჭოთა დროინდელი შენობების მაგივრად, რაც ძალიან მაგარია“, - განაცხადა თბილისის მერმა.



დედაქალაქის მერის თქმით, მესაკუთრის საცხოვრებელი ფართის დაანგარიშების დროს, ჩაითვლება ე.წ. მიშენებებიც.


„2022 წელს ჩვენ ვგეგმავთ დაახლოებით 25 მილიონის დახარჯვას ამ მიმართულებით. პარალელურად გვაქვს ბიზნესშეთავაზებები, რაზეც დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესსექტორის მხრიდან იქნება ძალიან დიდი ჩართულობა, რაც კარგია. იქ არის ასევე მიშენებები, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა ქალაქისთვის. ახლა, რომ დავიწყოთ ამის გამიჯვნა, შეუძლებელია. ამ ფართების 99% არის დაუკანონებელი, მაგრამ ამაზე მივდივართ, ამ ფართებსაც ვუთვლით ადამიანებს, რომ გარკვეული დისკომფორტი არ გამოიწვიოს. თუ ჩვენ ამას მივუდგებით ისე, რომ მე ამ მიშენებას არ გითვლი, დარწმუნებული ვარ, 90% უარს იტყვის ამ პროექტის განხორციელებაზე. ამიტომ, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ მიშენებები, პროექტები, სადაც ცხოვრობენ, რა თქმა უნდა, ესეც ჩაითვლება, - აღნიშნა კალაძემ.


წყარო: ბიზნესპრესნიუსი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up