ავარიული სახლებისა და დაუსრულებელი მშენებლობების ჩანაცვლების შემთხვევაში, შენობების სიმაღლის მატება შესაძლებელი იქნება

ავარიული სახლებისა და დაუსრულებელი მშენებლობების ჩანაცვლების შემთხვევაში, შენობების სიმაღლის მატება შესაძლებელი იქნება

access_time2019-03-21 22:52:57


სამშენებლო კომპანიებს, დაინტერესების შემთხვევაში, მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ავარიული კორპუსებისა და დაუმთავრებელი სამშენებლო ობიექტების ნაცვლად უფრო მაღალი შენობა-ნაგებობები ააშენონ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას დედაქალაქის მერმა განაცხადა. კახა კალაძე სოციალური ქსელის მომხმარებლის, გიორგი თევდორაძის შეკითხვას გამოეხმაურა, რომელიც ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონის N11 კორპუსის ავარიულობას ეხებოდა.



მისი თქმით, დედაქალაქში სხვადასხვა ხარისხის ავარიული შენობა-ნაგებობებია, ამიტომ, K2 კოეფიციენტის ყიდვის გაუქმების პარალელურად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც ავარიული სახლებისა და დაუსრულებელი მშენებლობების ჩანაცვლების შემთხვევაში, ითვალისწინებს შენობების სიმაღლის მატებას.




„თქვენ იცით, რომ კ2 კოეფიციენტის ყიდვა გავაუქმეთ, ახალი გენერალური გეგმაც იქნა მიღებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ავარიული სახლების, მათ შორის, ავარიული „ხრუშჩოვკების“, ასევე,დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების შემთხვევაში, ჩვენ მივცემთ მშენებლებს შესაძლებლობას, რომ დაშალონ ეს შენობა-ნაგებობები, წავიდნენ სიმაღლეში და მაქსიმალურად ჩანაცვლდეს ასეთი სახლები“, - განაცხადა კახა კალაძემ.



თბილისის მერის თქმით, 170-ზე მეტი დაუსრულებელი სამშენებლო ობიექტია დედაქალაქში, რომელთა მესაკუთრეები წლებია, საცხოვრებელ ფართებს ელოდებიან.



„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რადგან ავარიული სახლების გარდა, გვაქვს დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობები, რომელთა რიცხვი 170-ზე მეტია და ისინი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ანტისანიტარიის თვალსაზრისით, ვიზუალურად დაადამიანები წლების განმავლობაში ელოდებიან თავიანთ საცხოვრებელ ფართებს. თუ იქნება დაინტერესებული სამშენებლო კომპანიები, მათ მივცემთშესაძლებლობას, ეს ადამიანებიც დააკმაყოფილონ და მათთვის ბიზნესის თვალსაზრისით საინტერესო იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.






უკრაინის ახალ პრეზიდენტს „ტრამპის ეფექტი“ ელის

უკრაინის ახალ პრეზიდენტს  „ტრამპის ეფექტი“ ელის
access_time2019-04-22 20:00:50
მაშ ასე, უკრაინას  ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კომიკოსი და მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი. მისი დამანგრეველი გამარჯვების მიზეზი გახდა ის, რომ უკრაინული საზოგადოება ნათლად დარწმუნდა იმაში, რომ დღეს არსებული პოლიტიკური სისტემის რეფორმა შეუძლებელია და ის უნდა დაინგრეს. უნდობლობამ მიაღწია ისეთ მაღალ წერტილს, რომ უკვე ძირმომპალი სისტემის დასანგრევად ბულდოზერის როლის შესრულება უკრაინელმა ამომრჩეველმა მიანდო მსახიობს და შოუმენს, რომელიც...

აშშ ირანული ნავთობის იმპორტიორ 5 ქვეყანას შეღავათების გაუქმებით ემუქრება

აშშ ირანული ნავთობის იმპორტიორ 5 ქვეყანას შეღავათების გაუქმებით ემუქრება
access_time2019-04-22 19:00:41
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ირანული ნავთობის იმპორტიორ  5 ქვეყანას აღარ ექნება შეღავათები, თუ ისინი ირანული ნავთობის იმპორტს გააგრძელებენ....

ეროვნული ბანკი საბანკო/საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი  საბანკო/საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს
access_time2019-04-22 18:00:34
საქართველოს ეროვნული ბანკი აფრთხილებს და მოუწოდებს მოქალაქეებს ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ სივრცეში გამოყენებისას   განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ. ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებგვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის ფაქტები. საუბარია ისეთი მონაცემების მოპოვებაზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომის და ინტერნეტ-გადახდების...

დაივიწყეთ - MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის

დაივიწყეთ -  MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის
access_time2019-04-22 16:30:47
Acer-მა პროდუქტის ხაზები განაახლა გაძლიერებული მოდელებით და რამდენიმე სიახლეც შემოგვთავაზა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სპეციალურად შემოქმედებით სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის შექმნილი ხაზი - Concept D.Concept D-ს პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები და ეკრანები სპეციალურად მორგებულია გრაფიკული დიზაინერების, ვიდეო-მემონტაჟეების, ინჟინრების, არქიტექტორებისა და პროგრამისტების საჭიროებებს. Concept D-ს ტექნიკა შექმნილია...

კომპანია „ფერის“ დირექტორი - „ცალსახად პასუხიმგებლობას არასამთავრობო ორგანიზაციას ვაკისრებ, „მწვანე ალტერნატივას“ ვგულისხმობ“

კომპანია „ფერის“ დირექტორი - „ცალსახად პასუხიმგებლობას არასამთავრობო ორგანიზაციას ვაკისრებ, „მწვანე ალტერნატივას“ ვგულისხმობ“
access_time2019-04-22 13:55:58
ჩვენ ხეობაში შევედით მხოლოდ საპატრულო პოლიციის სამი მანქანით და რომ არა დამატებითი პოლიციის ნაწილები, რომლებმაც წკიპზე მოუსწრეს, დამერწმუნეთ, გაცილებით ცუდი შედეგებით დასრულდება პროცესი, – ამის შესახებ კომპანია „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა იორდანიშვილმა განაცხადა.მისივე განცხადებით, პანკისის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების დღიდან მოსახლეობა ინფორმირებული იყო და როგორც იორდანიშვილი ამბობს, არავის პროტესტი არ გამოუთქვამს. „მაშინ,...


მსგავსი სიახლეები

up