„ავარიების 35-40% ახალბედა მძღოლებზე მოდის" - გამოასწორებს თუ არა მდგომარეობას მანქანის მართვის გამოცდის ქალაქის ქუჩებში ჩაბარება?

„ავარიების 35-40% ახალბედა მძღოლებზე მოდის" - გამოასწორებს თუ არა მდგომარეობას მანქანის მართვის გამოცდის ქალაქის ქუჩებში ჩაბარება?

person access_time2016-08-08 09:00:07

 

ბოლო პერიოდში გახშირებული ავტოავარიების პრობლემას ხელისუფლება მართვის მოწმობის გამოცდის გართულებით და სიჩქარის გადაჭარბებაზე კონტროლის გამკაცრებით პასუხობს. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სპეციალისტებს არ აკმაყოფილებთ და უფრო კომპლექსური ცვლილებების გატარების აუცილებლობაზე საუბრობენ.


ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ კანონდამრღვევი მძღოლებისა და ქვეითების მიმართ კონტროლის გამკაცრებ და ზოგადად, ამ კუხით რეფორმის აუცილებლობას ხელიუსფლება ვერ ხედავს. მათი შეფასებით, მთავრობა მხოლოდ შემოიფაგლება იმ გადაწყვეტილებით, რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. საუბარია, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის გამკაცრებაზე, რომლის მიხედვითაც, მომავალ მძღოლებს გამოცდის ჩაბარება ქალაქის ქუჩებში მოუწევთ.

 


რამდენად მოაგვარებს მთავრობის ეს გადაწყვეტილება გზებზე არსებულ საგანგაშო მდგომარეობას, რაც გახშირებულ ავტოავარიებში გამოიხატება, ამის გარკვევაკომერსანტმა" სფეროს სპეციალისტებთან სცადა. როგორც გაირკვა, მათი ნაწილი გამოსავალს ავტოსკოლების ლიცენზირებაში ხედავს, ნაწილის აზრით, კი მდგომარეობას ბევრად უფრო ძირეული რეფორმა სჭირდება.


არასამთავრობო ორგანიზაციაეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე აღნიშნავს, რომ მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის პრაქტიკული ნაწილის ქუჩაში ჩაბარება პრევენცია ვერ იქნება. მისი მტკიცებით, დღეს ადამიანები ჯერ მართვის მოწმობას იღებენ და შემდეგ სწავლობენ ავტომანქანის მართვას.


ურუშაძე ამბობს, რომ ბევრმა მძღოლმა ავტომობილის მართვა იცის, საგზაო მოძრაობის წესები კი არა. სწორედ ამიტომ, მისი განცხადებით, პრობლემა გამოცდაში კი არა, განათლებაშია.


მძღოლები გამოცდაზე გაუნათლებლები გადიან, ტესტებს იზეპირებენ და ასე იღებენ მართვის მოწმობას. ეს ტესტები როგორც არ უნდა გავართულო და გამოცდა ქუჩაში გადავიტანოთ, ადამიანი ყოველთვის ისწავლის იმას, რაც გამოცდაზე მოეთხოვება. გამოსავალი მხოლოდ ერთია - უნდა აღდგეს სავალდებულო განათლება" - აცხადებს ურუშაძე.


მისი მტკიცებით, დღეს თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ არსებობდეს პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ დადგენილ სპეციალურ სტანდარტს დააკმაყოფილებენ.



ეს სასწავლებლები იქნება იგივე ავტოსკოლები, თუმცა, აღჭურვილი სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ადამიანს, ვისაც უნდა მართვის მოწმობის აღება უნდა ასეთ აკრედიტირებულ პროფესიულ სასწავლებელს მიმართვს. გამოცდაზე ჩაჭრის შემთხვევაში კი კონკრეტულ სასწავლებელს მინუს ერთი ქულა დაეწერება. რამდენიმე მინუსის დაგროვების შემდეგ კი აკრედიტაცია ჩამოერთმევა. ასეთი სისტემის არსებობის შემთხვევაში უკვე სასწავლებლის ინტერესი იქნება დაინტერესებულ პირს საფუძვლიანად და კარგად ასწავლოს. ასეთი მიდგომაა მაგალითად გერმანიაში. ეს არის რეფორმა და ეს ქვეყანაში უნდა გატარდეს"-აცხადებს ურუშაძე.


მისი შეფასებით, მთავრობა ამ რეფორმაზე არ მუშაობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქუჩაში პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გადაწვეტილებას ვერ მიიღებდა. მისი თქმით, ქუჩაში მართვის მოწმობის გამოცდის გადატანით არაფერი მოგვარდება.


ჯერ ერთი, ქალაქში მართვის მოწმობის ჩატარება რას ნიშნავს? ქალაქია თბილისი, ოზურგეთი, თელავი და გორიც. თბილისში გამოცდის ჩატრება ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე მაგალითად ოზურგთში ან ჭიათურაში, სადაც გაცილებით ნაკლები ავტომანქანა დადის. შესაბამისად, ადამიანი ეცდება მარტივი გამოსავალი იპოვოს და გამოცდა, ვთქვათ, ჭიათურაში ჩააბაროს"-აცხადებს ურუშაძე.


მისივე განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების პოზიციაა, რომ ყველა ავტოსკოლას, საკუთარი ავტომობილებით აღჭურვილი სავარჯიშო პოლიგონი ჰქონდეს, რაც არასწორი და არააპრობირებული მეთოდია. ურუშაძის შეფასებით, ამ მოედნებზე ასწავლიან იმას, რაც გამოცდის ჩასაბარებლად სჭირდებათ, პრაქტიკაში კი გამოყენებადი არ არის. ექსპერტი აცხადებს, რომ დღეს არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანმა მანქანის მართვა 3D ფუნქციით აღჭურვილი სტიმულატორებით ისწავლოს. მისი თქმით, ავტომანქანის მართვის ასე სწავლა პრაქტიკულ, რეალურ სიტუაციებთან უფრო თავსებადი და მიახლოებულია, ვიდრე დღეს არსებულ მოედნებზე.


დღეს რაც ჩვენს გზებზე ხდება არის იმის მიზეზი, რომ მძღოლებს არანაირი დისციპლინა არ გაგვაჩნია. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. გერმანიაში შუა მაგისტრალზე ავტომობილი რომ გააჩეროთ, თქვენს უკან კილომეტრიანი საცობი რომ წარმოიქმნას, არცერთი ავტომობილი საყვირს არ მიმართვას. ისინი ჩათვლიან, რომ თქვენ რაღაც პრობლემა გაქვთ და დაგელდებიან. აქ კი რა ხდება, წამიერი შეფერხების გამო შეიძლება მთელმა ქალაქმა გადაგიაროს. ეს კი ფსიქოლოგიური მომენტია, რაც შემდგომში მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, რაც საბოლოო ჯამში იწვვს მძღოლის გაღიზიანებას, ამას მოყვება არასწორი მანევრი და საბოლოო ჯამში, შესაძლოა ავტოსაგზაო შემთხვევამდეც მივიდეთ"-აცხადებს ურუშაძე.

შექმნილი ვითარებიდან ერთ-ერთ გამოსავალს ექსპერტი საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გელა კვაშილავა ავტოსკოლების ლიცენზირებაში ხედავს. მისი მტკიცებით, აუცილებელია ლიცენზირების დროს გათვალისწინებული იყოს ინსტრუქტორის კვალიფიკაცია, მანქანის ტექნიკური გამართულობა და ასე შემდეგ.


მისი მტკიცებით, ბაზარზე დღეს არის როგორც კეთისინდისიერი, ისე არაკეთილსინდისიერი კომპანიები. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ცუდი კომპანია დაბალი ხარისხის სერვისს დაბალ ფასად სთავზობს, რაც ნორმალურ და კარგ კომპანიას არათანაბარ პირობებში აყენებს.


კვაშილავა ამბობს, რომ ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ავტოსკოლების სისტემის და კანონმდებლობის პრაქტიკული კუთხით დახვეწაზე. გარდა ამისა, მოხდეს ახალბედა მძღოლებზე შეზღუდვების დაწესება.


ავარიების 35-40 პროცენტი ახალბედა მძღოლებზე მოდის, შესაბამისად, მართვის მოწმობის აღება და ზოგადად, ავტომანქანის მართვის სწავლა, ძალიან მნიშვნელოვანია. გახშირებული ავარიებს რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი - არაკვალიფიციური ინსტრუქტორებით დაკომპლექტებული ავტოსკოლები. მეორე - გამცოდაზ თეორიულ მხარეს უფრო ექცევა ყურადღება, ვიდრე პრაქტიკულს. არის ხალხი, ვინც თეორიულ გამოცდას გადასარევად აბარებ, თუმცა, რუსთვიდან თბილისში მანქანას ვერ ჩამოიყვან. ეს უნდა გამოირიცხოს. მესამე მიზეზი-პირველად ვინც იღებს მართვის მოწმობას, მინიმუმ 2 წელი მან უნდა იცოდეს,რომ მას ამის გამო გარკვეული შეზღუდვები აქვს. განვითარებულ ქვეყნებში სპეციალური ნიშნების გამოყენებაც კი ხდება. ახალბედა მძღოლის მანქანაზე ხდება სპეციალური ნიშნის მიკვრა, რაც ნიშნავს იმას, რომ მანქანას გამოუცდელი მძღოლი მართავს. ბევრ ქვეყანაში, ახალბედა მძღოლებს ღამის საათებში ( 22 საათის შემდეგ) ქუჩაში გადაადგილებას უკრძალავენ“,- აცხადებს კვაშილავა.


მისი თქმით, ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც პრაქტკული გამოცდის ქუჩაში ჩაბარებას გულისხმობს, სიტუაციას შეამსუბუქებს.


"ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" ხელმძღვანელის, დავით მესხიშვილის განცხადებით, ავტოსკოლების ლიცენზიები უკონტროლოდ გაიცემა და მათში თაღლითური სწავლება მიმდინარეობს. მესხიშვილის განმარტებით, ავტოსკოლების ლიცენზირებას მოითხოვენ, რადგან ისინი არ აკმაყოფილებენ მომავალი მძღოლებისთვის საჭირო არც მატერიალურ ბაზას, ასევე არ გააჩნიათ ერთიანი სასწავლო პროგრამაც.

 

"ავტოსკოლების ლიცენზირებას მოვითხოვთ, რადგანაც საჭიროა სასწავლო-მატერიალური ბაზის არსებობა. სასწავლო-სატრანსპორტო საშუალები უნდა იყოს აღჭურვილი და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა მოსამზადებელი სასწავლო გეგმა უნდა არსებობდეს. დღეს სწავლა მიმდინარეობს ისე, რომ ერთიანი სასწავლო პროგრამა არ არსებობს მომავალი მძღოლის მოსამზადებლად. სისტემა არის მთლიანად უკონტროლო, ვინ რას ასწავლის გაუგებარია. თავისი შეხედულებების მიხედვით ასწავლის. ამასთან, გარკვეულ შემთხვევებში არიან ისეთი ინსტრუქტორები, რომლებსაც თავადაც არ აქვთ მართვის მოწმობა და ვერ ფლობენ მძღოლის უნარებს.

ამავე დროს, გადასახედია განათლების სამინისტროს სასწავლო სისტემა, თუ როგორ ხდება მანდატურების მხრიდან სწავლება, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მანდატურები ვერ ფლობენ იმ კვალიფიკაციას, რომელიც საჭიროა, მოსწავლეებისთვის იმ განათლების მისაცემად, რაც შემდგომ მძღოლს დასჭირდება.ამიტომ, ავტოშემთხვევების რაოდენობის შესამცირებლად, რეფორმა განათლების სისტემიდან უნდა დაიწყოს"-აცხადებს მესხიშვილი.







თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს-TI

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს-TI
access_time2020-07-03 12:00:43
საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები ტენდერებს იგებენ. 2018 წლიდან დღემდე მიღებული კონტრაქტების ჯამურმა ღირებულებამ 6,264,688 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიქტორ ჯაფარიძე 16 წელია საქართველოს პარლამენტის წევრია, იგი ორჯერ იყო მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ბოლოს კი პარლამენტის წევრი...


მსგავსი სიახლეები

up