„მეფუტკრეებს სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა გვჭირდება“- მეფუტკრეთა ასოციაცია

„მეფუტკრეებს სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა გვჭირდება“- მეფუტკრეთა ასოციაცია

access_time2020-06-21 17:00:37

ბორჯომის რაიონში ორი წლის წინ არქეოლოგებმა მცენარეების მტვერი აღმოაჩინეს.  სპეციალური გამოკვლევების შედეგად კი დასტურდება, რომ  ბორჯომში  უძველესი დროის თაფლი  აღმოაჩინეს და   საქართველო თაფლის ქვეყნად ითვლება. მიუხედავად ამისა,  ქართული თაფლის ბაზარზე არაფერი შეცვლილა და სექტორი დახმარებას სახელმწიფოსგან ელოდება.

 

„ უდიდესი პოტენციალია აუთვისებელი რომელსაც საქართველო ფლობს, მეფუტკრეებს კი სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა გვჭირდება“-ამის შესახებ  „კომერსანტს“ საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების წარმომადგენელიალეკო პაპავა ესაუბრა.

 

„გვეგონა რომ ორი წლის წინანდელი არმოჩენის შემდეგ სასიკეთოდ შეიცვლებოდა თაფლის ინდუსტრია, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამისთვის არაფერი გაუკეთებია.  გორის ქარხანა რომელიც უნდა ჩაშვეულიყო წარმოებაში, სამუშაო პროცესები არც კი დაძრულა ადგილიდან. წელს შესაძლოა გაიხსნას მაგრამ სრულად 2021 წელს დაიტვირთება. ესეც ერთგვარი ხელის შემშლელი ფაქტორია. თაფლის ბაზარი რომ განვითარდეს, აუცილებლად  უნდა მოეწყოს ინფრასტრუქუტურა, მაღალი ალპური საზღვრებისაკენ გზა მისაყვანია.

კოვიდამდე უნდა გვქონოდა  შეხვედრები სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, თანფლის სუბსიდირების თაობაზე. იმედია  შეხვედრა უახლოეს პერიოდში განახლდება. რადგან წელს გვაქვს მოსავალი და თუ მისი სწორად რეალიზაცია არ მოხდა, დარგი ნამდვილად ჩაკვდება,“-აცხადებს ალეკო პაპავა.

 


საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების წარმომადგენლის თქმით, ბოლო რამდენიმე წელია ქართული ბაზრის მხრიდან თაფლის ექსპორტი ჩავარდა.

 

„ შარშან შედარებით გამოსწორდა მდგომარეობა, წელს კი კორონავირუსი დაემთხვა. ერთ-ერთი კომპანია რომელიც მუშაობდა თაფლის ექსპორტზე და გაიტანა ათი ტონა თაფლი, თუმცა პანდემიამ შეაფერხა და ჯერ ვერ ახერხებს სამუშაო პროცესის განახლებას.  პარალელურად ვმუშაობთ თემებზე, რამდენიმე ქვეყანასთან გვაქვს მოლაპარაკება, თაფლის ნიმუშებს ითხოვენ თავიანთი ბაზრებისთვის. ველოდებით როგორ განვითარდება მოვლენები და მას შემდეგ დავასახელებთ პოტენციურ ბაზრებს,“-აღნიშნა პაპავამ.

 

აღსანიშნავია, რომ  ქართველი არქეოლოგები ფიქრობენ, რომ ქართული თაფლი ეგვიპტურზე ორი ათასი წლით ძველია. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ყველაზე ძველი ნიმუში ტუტანხამონის სამარხში იყო ნაპოვნი. კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში აღმოჩენილი თაფლი დაახლოებით 5500 წლისაა, ტუტანხამონის საფლავში ნაპოვნი ნიმუში კი 3500 წლის წინ არის დამზადებული.მეცნიერების აზრით, სამარხში აღმოჩენილი ქალის ნეშთი პირველ მეფუტკრეს ეკუთვნის, რომელსაც სამარხში სხვადასხვა სახეობის თაფლი ჩაატანეს.


თუ არქეოლოგების აღმოჩენა მეცნიერულად დადასტურდა, საქართველო შესაძლოა თაფლის სამშობლოდ იქნეს აღიარებული.


ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up