აუთვისებელი ბაზარი და თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივები იაპონიასთან

აუთვისებელი ბაზარი და თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივები იაპონიასთან

access_time2021-07-29 11:00:40

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, საქართველომ იაპონიაში ექსპორტზე $10.6 მლნ-ის პროდუქცია გაიტანა. ამ მაჩვენებლით საექსპორტო პარტნიორებში ამომავალმა მზის ქვყანამ 24-ე ადგილი დაიკავა. იმავე პერიოდში იმპორტმა ექსპორტს 6.6-ჯერ გაუსწრო. წლის პირველ ნახევარში იაპონიიდან საქართველოში იმპორტმა $70 მლნ-ს მიაღწია. ორმაგი დაბეგვრის აცილების შესახებ ხელშეკრულების ძალაში შევლამ შესაძლოა ვაჭრობის მოცულობა გაზარდოს.


1995-2020 წლებში საქართველოს ჯამურმა ექსპორტმა $38.390 მლრდ შეადგინა. მასში იაპონიის წილი მოკრძალებულია – $88 მლნ, რაც 0.23%-ს უდრის. საექსპორტო პარტნიორებში ბოლო მეოთხედ საუკუნეში იაპონიამ მხოლოდ მე-40 ადგილის დაკავება მოახერხა. ამ მხრივ იაპონია მართალია ბრაზილიასა და პერუს უსწრებს, თუმცა ეგვიპტესა და ერაყს ჩამორჩება. 2020 წელს იაპონიის წილი ექსპორში 0.5%-მდე გაიზარდა.


იმპორტის მხრივ მდგომარეობა აბსოლუტურად განსხვავებულია. 1995-2020 წლებში საქართველომ იაპონიიდან $2.940 მლრდ-ის პროდუქცია შეიძინა. იაპონიამ 2.11%-იანი წილით ამ შემთხვევაში მე-9 ადგილი დაიკავა.


საქართველოდან იაპონიაში ძირითადად ღვინო, მინერალური წყლები და კვების პრიდუქტები გადის. იაპონურ იმპორტში კი ელექტრო ტექნიკა სჭარბობს. 2019 წელს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ იუწყებოდა, რომ კომპანია „Eshvi kids”-მა იაპონიაში საბავშვო ტანსაცმლის ექსპორტი დაიწყო. სხვა პროდუქტების მსგავსად დიდ მოცულობებზე ვერც ტანსაცმელი გავიდა.



მიუხედავად იმისა, რომ 2013-2020 წლებში იაპონიიდან იმპორტი განახევრდა, ექსპორტი კი 4.7%-ჯერ გაიზარდა, სავაჭრო დეფიციტმა 2020 წელსაც 90%-ს გადააჭარბა, 2013 წელს 99%-ს აღწევდა.


საქართველო ევროკავშირისა და დსთ-ს წევრ ქვეყნებთან, ასევე თურქეთთან, უკრაინასთან, ნორვეგიასთან, შვეიცარიასთან, ისლანდიასთან, ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან თავისუფალი ვაჭრობის ან შინაარსობრივად მასთან გათანაბრებუბული ხელშეკრულებით სარგებლობს. დიდი სახელმწიფოებიდან მოლაპარაკებები მიმინარეობს აშშ-სთან, ინდოეთთან, კორეასთან და იაპონიასთან.


იაპონია დიდი შვიადიანის წევრი და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სახელმწიფოა, როგორც ეკონომიკურად, ასევე ტექნოლოგიურად. ეკონომიკის სიდიდით ის მხოლოდ აშშ-სა და ჩინეთს ჩამორჩება. საქართველოში იაპონური ბრენდები უხვადაა წარმოდგენილი, მათ შორის მეორად ბაზარზეც. მათგან ყველაზე პოპულარულია Toyota, თუმცა ასევე იაპონური ბრენდებია: Honda, Mitsubishi, Sony, Toshiba, Panasonic, Canon, Nikon.


ჩინური გამოცდილების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ თავისუფალი ვაჭრობა ნამდვილად მუშაობს. 2018-2020 წლებში ჩინეთში იმაზე 17%-იტ მეტი ღირებულების პროდუქცია გავიდა ვიდრე 1995-2017 წლებში. ტრენდი ისედაც მზარდი იყო, მაგრამ არა ამ ტემპით. ჯამურმა ექსპორტმა 1995-2017 წლებში 2018-2020-ის მაჩვენებელს პირიქით 160%-ით გადააჭარბა.


იაპონიაში ჩინეთთან შედარებით ცხოვრების დონე უფრო მაღალია, მომხმარებლის მოთოხნილებაც უფრო მეტია და ჩინეთის მსგავსი მასშტაბის ზრდა პრაქტიკულად წარმოუდგენელია, თუმცა ის ქართველი მწარმოებლებისთვის ან თუნდაც რეექსპორტით დაკავებული პირებისთვის შესაძლოა მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი ფაქტორი აღმოჩნდეს.

გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up