აუთსორსინგი, როგორც თანამედროვე ბიზნესის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობა

აუთსორსინგი, როგორც თანამედროვე ბიზნესის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობა

access_time2021-04-28 09:55:17

აუთსორსინგის პოპულარობა ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი პანდემიის პერიოდში, უფრო და უფრო გაიზარდა. აუთსორსინგი ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესებს საშუალებას აძლევს, მიიღონ კვალიფიციური გუნდის მომსახურება და თავი აარიდონ დამატებითი კადრის დაქირავებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში ფინანსურად უფრო ძვირი უჯდებათ. 


აუდიტორული  და საბუღალტრო კომპანია Moore-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ ბიზნეს-აუთსორსინგია, რომლის მიმართ დაინტერესება ბოლო პერიოდში საქართველოს და საერთაშორისო ბაზარზე უფრო მეტად იზრდება. კომპანიის აუთსორსინგის დეპარტამენტი მოიცავს ბუღალტერიას, ფინანსური მენეჯერის მომსახურებას, დეკლარაციების მომზადებას, დახმარებას საგადასახადო შემოწმების პროცესში, ხელფასების ადმინისტრირებას და სხვა. 


როგორც Moore-ის პარტნიორი და აუთსორსინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეონა აბდუშელიშვილი აცხადებს, არ აქვს მნიშვნელობა, კომპანია სად საქმიანობს, საქართველოში თუ საერთაშორისო ბაზარზე. ორივე შემთხვევაში,  ფინანსების აუთსორსინგული მომსახურება კომპანიის ხელმძღვანელებს საშუალებას აძლევს, რომ კონცენტრირდნენ იმაზე, რაც მნიშვნელოვანია მათი ბიზნესის წარმატებისთვის.


„აუთსორსინგის არსია მომხმარებლების დისტანციურად მომსახურება. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად საშუალო და მცირე ზომის კომპანიები არიან. მათ  ვუწევთ ძალიან მაღალი ხარისხის სხვადასხვა საბუღალტრო მომსახურებას, რაც  მათთვის უფრო ხელსაყრელია, ვიდრე სრულ განაკვეთზე თანამშრომლის დაქირავება . ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, კომპანიებს ფინანსური მიმართულებით ერთჯერადი დახმარება სჭირდებოდეთ და თუ ამ მომსახურებას აუთსორსინგზე გაიტანენ, ასევე კომფორტული იქნება მათთვის. 


Covid 19-მა ჩვენს მუშაობაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, რადგან კომპანიები დისტანციურ რეჟიმში მუშაობას მიეჩვივნენ და გაიაზრეს, რომ არ არის აუცილებელი ბუღალტრის ან რეპორტინგის მიმართულებით თანამშრომლების ოფისში ყოლა, - დისტანციურადაც ძალიან მარტივია მსგავსი საქმიანობის განხორციელება. ახლა უფრო მეტად გაიზარდა მოთხოვნა ბუღალტრულ სერვისებზე და ორგანიზაციები მეტად ინტერესდებიან აუთსორსინგით, ვიდრე აქამდე. მე ვურჩევდი კომპანიებს, რომ როდესაც საქმე გადასახადებს ეხება, საჭიროა პროფესიონალ კადრებზე შეაჩერონ არჩევანი, რადგან პატარა შეცდომასაც კი ფინანსურად დიდი ზიანის მოტანა შეუძლია.


ჩვენ ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებლებს დავეხმაროთ მათ წინაშე წამოჭრილი პრობლემების გადაწყვეტაში და მათთან ერთად ვიპოვოთ პრობლემის საუკეთესოდ გადაჭრის გზა. ასევე, ვიმყოფებით მუდმივ კონტაქტზე და ვამაყობთ, რომ შეგვიძლია მსოფლიო დონის მომსახურების შეთავაზება.


კომპანია ორიენტირებულია ზრდაზე და ეძებს მოტივირებულ და კვალიფიციურ თანამშრომლებს. Moore-ში დასაქმება არის იმის გარანტი, რომ მათ ზურგს გაუმყარებს მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ბრენდი, რომელიც დაეხმარებათ კვალიფიკაციის ამაღლებაში, პროფესიულ ზრდასა და საერთო სასარგებლო მიზნის მიღწევაში“, - ამბობს თეონა აბდუშელიშვილი. 



ცნობისთვის, საქართველოს ბაზარზე Moore-ი 2008 წელს გამოჩნდა და დღეს იგი წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერს ქვეყანაში, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ეწევა მომსახურებას საბუღალტრო და საგადასახადო, აღრიცხვა-ანგარიშგების, ქონების შეფასების, აუდიტის და დაკავშირებული პროფესიული მომსახურების სფეროში. 


Moore abc-მ, როგორც ქსელის წევრმა, საქართველოში ოპერირება Moore Stephens-ის სახელით დაიწყო. თუმცა, 2019 წლის 9 სექტემბერს, გლობალური რებრენდინგის შედეგად, კომპანიამ  სახელწოდება შეიცვალა. 


Moore abc წარმოადგენს აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელის - Moore Global Network Limited- ის დამოუკიდებელ წევრ კომპანიას. 


ბრიტანული წარმოშობის, საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო ქსელი Moore Golobal 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეხმარება კლიენტებს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოწვევებთან გამკლავებაში და წარმოდგენილია მსოფილოს 110-ზე მეტ ქვეყანაში, 30,000-ზე მეტი თანამშრომლითა და 600-ზე მეტი ოფისით. 


კომპანიის შესახებ ინფორმაცია სრულად შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე - www.moore-georgia.ge


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up