„აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონს“ აქვს სპეციალური შეთავაზება მესამე და მეოთხე კატეგორიის კომპანიებისთვის, რომლებსაც მხოლოდ ფინანსური ანგარიშის მომზადება ევალებათ. ჩვენ ასეთ კომპანიებს ვთავაზობთ ე.წ „კომპოლაციის სერვისს“, რაც გულისხმობს ფინანსური ანგარიშგების მომზადებას, ჩვენ ვიქნებით კომპანიის ფინანსური მენეჯერი, რეპორტინგის სპეციალისტი,“ - განაცხადა აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა, ვახტანგ ცაბაძემ. რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ საქართველოს აუდიტორული ბაზრის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
„აუდიტორული კომპანიების ბაზარზე ზრდა შემოსავლებისა და პერსონალის მხრივ ნამდვილად ფიქსირდება. ეს ზრდა დაკავშირებულია რეფორმასთან,რომელმაც მოითხოვა ფინანსური ანგარიშგების მომზადება და აუდიტის ჩატარება საწარმოებისთვის. რამაც ცხადია, გაზარდა კონკურენცია, ხარისხი. ამასთანავე, დაიწყო აუდიტის ხარისხის კონტროლიც, რაც ცალსახად გააუმჯობესებს ბაზარს. მსხვილი კომპანიები საერთაშორისო წამყვან აუდიტორულ კომპანიებთან გამოთქვამენ თანამშრომლობის სურვილს, კომპანიებთან რომელთა ხარისხი და რეპუტაცია დადასტურებულია მსოფლიოში.
ზრდის შესაძლებლობა და პერსპექტივები წლიდან წლამდე იზრდება. ჩვენი კომპანიის მაგალითზე თუ ვიტყვით, ჩვენ მთლიანად 11%-იანი ზრდა გვაქვს, თუმცა აუდიტორულ სექტორს თუ შევხედავთ, იქ 40%-მდე ზრდაა დაფიქსირებული. რაც ცალსახად, აჩვენებს რომ ბაზარი იზრდება. კომპანიის ახალი პარტნიორი მარტიდან პაატა შურღაია გახდა, ახალი პარტნიორი ნიშნავს მეორე გამწევ ძალას. პაატას გამოცდილებიდან და პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, გვაქვს სრული შესაძლებლობა,რომ წინ წავიდეთ და განვავითაროთ კომპანიის ხარისხი, ზომა და შემოსავლები.აუდიტორულ ბიზნესში პერსონალის ბრუნვა საკმაოდ მაღალია. ჩვენთანაც ასეა, ხშირად ქვედა დონე : ასისტენტები, სტაჟიორები, ახალ კურსდამთავრებულები,რომლებიც ჩვენთან სწავლობენ, ხდებიან ჩვენი თანამშრომლები. ვთანამშრომლობთ უამრავ უმაღლეს სასწავლებელთან, ახალგაზრდების მხრიდან ინტერესი საკმაოდ მაღალია და ბევრი ირჩევს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროფესიას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომპანიებს უნდა წარმოედგინათ საკუთარი ფინანსური ანგარიშგება, პირველი წლის კვალობაზე, საკმაოდ კარგად უპასუხეს ამ კომპანიებმა მოთხოვნებს. სირთულეები ძირითადად დრომ წარმოშვა, იყო დაგვიანების შემთხვევები. გარდა ფინანსური ანგარიშგებისა, საყურადღებოა,რომ კომპანიებს უნდა წარედგინათ მმართველობითი ანგარიშგება, სადაც უნდა აღწერათ სტრატეგია. ეს ნამდვილად ახალი იყო უმრავლესობისთვის. პრობლემაა ასევე ის,რომ აუდიტორული კომპანიები უნდა ჩამოვყალიბდეთ ერთ ტერმინოლოგიაზე და ფორმატზეც. კიდევ ერთი საკითხი რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება არის ის,რომ კომპანიები არა ზომის, არამედ სექტორების მიხედვით უნდა იყვნენ დაყოფილები.
უდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონს“ აქვს სპეციალური შეთავაზება მესამე და მეოთხე კატეგორიის კომპანიებისთვის,რომლებსაც მხოლოდ ფინანსური ანგარიშის მომზადება ევალებათ. ჩვენ ასეთ კომპანიებს ვთავაზობთ ე.წ „კომპოლაციის სერვისს“, რაც გულისხმობს ფინანსური ანგარიშგების მომზადებას, ჩვენ ვიქნებით კომპანიის ფინანსური მენეჯერი, რეპორტინგის სპეციალისტი. მათი ბუღალტრული ჩანაწერებიდან მონაცემებს ავიღებთ და ანგარიშს შევადგენთ , ეს მომსახურება ბევრად უფრო იაფია, ვიდრე აუდიტის განხორციელება. მომსახურება ალბათ, 1-2 წელი იქნება აქტუალური, კომპანიები თავად ისწავლიან ნელ-ნელა და უკვე თავადვე განახორციელებენ ანგარიშგებას.
მომავალში ჩვენი კომპანია,რა თქმა უნდა, გეგმავს გაზრდას, რისი შესაძლებლობაც ნამდვილად გვაქვს, უნდა გავაქტიურდეთ ასევე აუთსორსინგისა და ფინანსური კონსულტაციების მიმართულებით. აუდიტის მიმართულება რა თქმა უნდა, თავისთავად იგულისხმება. ხარისხი უნდა შევინარჩუნოთ და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია გვინდა,რომ ჩვენი თანამშრომლებისთვის კომპანია ყოველდღიურად ხდებოდეს მომხიბვლელი. სამომავლოდ, შესაძლოა ვიფიქროთ ფილიალის გახსნაზე ბათუმში,“ - ამბობს ვახტანგ ცაბაძე.