აუდიტმა შსს-ს ფინანსურ ანგარიშზე უარყოფითი დასკვნა გასცა

აუდიტმა შსს-ს ფინანსურ ანგარიშზე უარყოფითი დასკვნა გასცა

access_time2021-02-10 13:40:04

აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 31 დეკემბრით დათარიღებულ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშზე უარყოფითი დასკვნა გასცა და დარღვევების გამოსასწორებლად უწყებას რეკომენდაციები მიაწოდა. სარეკომენდაციო წერილის თანახმად დარღვევების ნაწილი წინა წლებს ეხება, პერიოდს, რომლის განმავლობაშიც შემოწმება არ ჩატარებულა.


2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სამინისტროს ბალანსზე 75 მლნ ლარის მოთხოვნა და 39 მლნ ლარის ვალდებულება ირიცხებოდა. აუდიტის შეფასებით რადგან დავალიანების ნაწილი წინა წლებს უკავშირდება, ის კომისიის მიერ საფუძვლიან კვლევას და საჭირო ზომების მიღებას, მათ შორის ჩამოწერას ექვემდებარება.


2008 წლის საომარ მოქმედებებს უკავშირდება აპარატის ბალანსზე რიცხული 14.8 მლნ ლარის დებიტორული დავალიანებიდან 5 მლნ ლარი, ასევე 437 ათას ლარიანი დანაკლისი - ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოყოლილი შენობის ღირებულება, მომსახურების სააგენტოს 10.8 მლნ ლარის დებოტორული დავალიანებიდან.


სააგენტოს სიტუაციების მართვის სამსახურის არსებულ ბალანსზე დავალიენბის ნაწილი გასულ საუკუნეშია წარმოშობილი. ჯამში 1 მლნ ლარზე მეტის დავალიანება 1994-1999 წლების პერიოდს მოიცავს.


აუდიტის სამსახურს შენიშვნები აქვს ინვენტარიზაციის მიმართულებითაც, კერძოდ, აუდიტის დასკვნით: აპარატში არასრულყოფილად ხორციელდება არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაცია; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის პროცესი 2019 წელს არ დასრულებულა; სასაზღვრო პოლიციაში მოთხოვნა-ვალდებულებების ინვენტარიზაციის პროცესი 2019 წელს არ დასრულებულა; საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ძირითადი აქტივების და მოთხოვნა-ვალდებულებების ინვენტარიზაცია 2019 წელს არ ჩატარებულა; მომსახურების სააგენტოში მოთხოვნა-ვალდებულებების ინვენტარიზაცია სრულყოფილად არ განხორციელდა; დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, დავალიანებების ხანდაზმულობის გათვალისწინებით, არ იყო მომზადებული დასკვნა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ჩამოწერაზე ხელმძღვანელის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად.



6.6 მლნ ლარის ღირებულების მატერიალური მარაგების აღცრიცხვისას ერთდროულად გამოვლინდა როგორც დანაკლისი, ასევე ზედმეტობა, კერძოდ: ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მქონე მარაგებში 108 ათას ლარიანი დანაკლისი და 219 ათას ლარიანი ზედმეტობა, თბილისის N1 საწყობში 944 ათას ლარიანი დანაკლისი და 571 ათასლარიანი ზედმეტობა. აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურმა საინვენტარიზაციო კომისიების შექმნის რეკომენდაცია გასცა.


შემოწმებისას სამინისტროს ბალანსზე არსებული ქონების ნაწილი საერთოდ არ იყო შეფასებული და ნულოვანი ქონებით ირიცხებოდა. უწყებამ აუდიტის სამსახურს განუმარტა, რომ მიმდინარეობდა შეფასების სამუშაოები და მისი დიდი მოცულობის გამო დასრულება დროულად ვერ მოხერხდა.


იმის გათვალისწინებით რომ იარაღზე ცვეთის კოეფიციენტი ამ დრომდე საერთოდ დადგენილი არ არის, შსს მის საკუთრებაში არსებულ იარაღს ცვეთას ვერ არიცხავდა.


სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გარკვეული ტიპის ხარვეზები შიდა კონტროლის მიმართულებითაც გამოავლინა. დაკვნის თანახმად: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არ არის დანერგილი საწყობის სპეციალიზებული პროგრამა, რაც ზრდის ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული შეცდომების, ასევე ინფორმაციის დაცვასთან და შენახვასთან დაკავშირებულ რისკებს. სასაზღვრო პოლიციაში მატერიალური მარაგები და გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივები აღრიცხულია საწყობის მართვის ელექტრონულ სისტემაში, ხოლო ბუღალტრულად ანალიზური აღრიცხვა სპეციალიზებული აღრიცხვის სისტემის ნაცვლად, წარმოებს Microsoft Excel-ის გამოყენებით, რაც ზრდის ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული შეცდომების, ასევე ინფორმაციის დაცვასთან და შენახვასთან დაკავშირებულ რისკებს. აუდიტი ასევე აღნიშნავს, რომ პირველი პრობლემის აღმოფხვრასთან დაკავსირებით სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა.


კიდევ ერთი დარღვევა ფულად ჯილდოებსა და სახელფასო დანამატებს შეეხება, რომელთა მოცულობაც რიგ შემთხვევებში კანონით დადგენილ ზღვარს აჭარბებდა, თუმცა დარღვევების მასშტაბი სისტემური ხასიათის არ ყოფილა.

 

გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
შსს



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up