აუდიტის სამსახურმა სამტრედიის, ქუთაისის, რუსთავის, ხობის, საჩხერის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში გამოვლენილ დარღვევებზე პროკურატურას მიმართა

აუდიტის სამსახურმა სამტრედიის, ქუთაისის, რუსთავის, ხობის, საჩხერის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში გამოვლენილ დარღვევებზე პროკურატურას მიმართა

access_time2019-03-06 11:50:34

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სამტრედიის, ქუთაისის, რუსთავის, ხობის, საჩხერის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ფინანსური დოკუმენტაცია პროკურატურას გადაუგზავნა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ აუდიტის სამსახურში განუცხადეს, საქმე ეხება შესაბამისობის აუდიტის ანგარიშებში დაფიქსირებულ სისტემურ და კომპლექსურ დარღვევებს.


კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 1-ელ მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშებში გარკვეული დანაშაულის შესაძლო ნიშნებსა და რისკებზეა საუბარი. უფრო კონკრეტულად, სამტრედიის მუნიციპალიტიტის ანგარიშში აღწერილია ერთ -ერთი ტენდერი, სადაც მონაწილე კომპანიებს შორის სახელმწიფო აუდიტის სამსახური გარიგების ანუ „აფიდავიტის“ რისკს ხედავს. საუბარია 2017 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე, სადაც გამარჯვებულ ფირმას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასფალტის დაგების სამუშაოები უნდა განეხორციელებინა. ტენდერში 2 კომპანია მონაწილეობდა - სს „არქეოპოლისი“ და შპს „ინდიკო“. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, რომ ტენდერის გამოცხადების პერიოდში შპს „ინდიკოს“ 100% წილის მესაკუთრე იყო იოსებ გადელია, ხოლო სს „არქეოპოლისი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - მისი ბიძა- დემური გადელია. საბოლოოდ, ტენდერში გაიმარჯვა შპს „ინდიკო“-მ, რომლის მომსახურებაც მუნიციპალიტეტს სს „არქეოპოლის“- მიერ შემოთავაზებულ ფასზე 412.8 ათასი ლარით მეტი დაუჯდა. აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელ პირებს არ უმსჯელიათ პრეტენდენტების მხრიდან აფიდავიტის შესაძლო დარღვევის საკითხებთან დაკავშირებით და არც შესაბამისი ღონისძიებები გაუტარებიათ.


აუდიტის სამსახური დანაშაულის ნიშნებს ხედავს ქუთაისის მერიის მიერ მიღებულ გარკვეულ გადაწყვეტილებაშიც. უფრო კონკრეტულად, აუდიტის სამსახურმა გამოავლინა უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, მერიამ 4,3 მლნ ლარი გადაუხადა კომპანიას სოციალური სახლის მშენებლობისთვის, თუმცა სახლი საცხოვრებლად უვარგისია. ამასთან, აუდიტის სამსახური მერიასა და კომპანიას შორის შესაძლო გარიგების რისკებზე მიუთითებს.


ამას გარდა, ანგარიშის მიხედვით, ქუთაისი მერიამ 2015-2017 წლებში 715 600 ლარი არაეფექტიანად, საჭიროების დასაბუთების გარეშე დახარჯა გარე განათების ქსელის შემოვლა-დათვალიერებასა და მრიცხველების შემოწმებაში და მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდებოდა გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია.



აუდიტის ანგარიშში ასევე საუბარია, ასათიანის ქუჩაზე უხარისხოდ მოწყობილ სანიაღვრე სისტემაზე, რაზეც ქუთაისის მერიამ 168 200 ლარზე მეტი არაეფექტიანად დახარჯა.


სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მრავალი ხარვეზი გამოავლინა რუსთავის მუნიციპალიტეტშიც. განსაკუთრებით საგულისხმოა რუსთავის მარჯვენა სანაპიროს რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც, აუდიტორების დასკვნით, მერიამ ისე ჩაიბარა, რომ დასრულებული არ იყო. ამასთან, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაცვლად, პერიოდულად უზრდიდა შემსრულებელ კომპანიას დასრულების ვადას. ასევე ირკვევა, რომ რუსთავის მერიამ ხანძრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის გადახურვის სამუშაოებიც ისე ჩაიბარა, რომ დასრულებული არ იყო, რადგან სამშენებლო მასალის შესყიდვისა და სამუშაოების დასრულების თარიღი ერთმანეთს ემთხვევა.


საინტერესოა ასევე ხობში, სოფელ საჯიჯაოში ხიდების რეაბილიტაციის პროექტი, რომელშიც მუნიციპალიტეტმა თანხა გადაიხადა, თუმცა, აუდიტორების დასკვნით, სამუშაოები არ დასრულებულა და მოსახლეობა ხიდებით ვერ სარგებლობს. უწყების შეფასებით, საეჭვო გარემოებები იკვეთება შპს „შარა-გზამშენი პირველის“ მიერ შესრულებულ სამუშაოებში. კომპანიას მუნიციპალიტეტი სამშენებლო ვადების დარღვევისთვის არ აჯარიმებდა და დასრულების ვადას უხანგრძლივებდა, საბოლოოდ კი სოფელ ზენის გზების მოასფალტების სამუშაოები, რაშიც მუნიციპალიტეტმა 1 მლნ ლარზე მეტი გადაიხადა, „უხარისხოდ შესრულდა“.


სახელმწიფო აუდიტის სამსახური ტენდერებში არსებული ხარვეზებზე მიუთითებს საჩხერისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში.


„ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, გამოვლენილი დარღვევები, რომელიც აჩენს დანაშაულის რისკებს, გადაიგზავნა თუ არა პროკურატურაში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაგვიდასტურეს, რომ საქმეები, სადაც შესაძლოა, დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს, გადაგზავნილია საგამოძიებო უწყებაში.


ipn.ge





„სილქნეტმა“ გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

„სილქნეტმა“  გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb   თანამშრომლობის მემორანდუმს  მოაწერა ხელი
access_time2020-01-22 14:55:46
წამყვანმა ქართულმა კონვერგენტულმა სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტმა“ გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი გლობალურ საკომუნიკაციო კომპანია OneWeb-თან. OneWeb-ის მიზანია სატელიტური კავშირგაბმულობის გამოყენებით უზრუნველყოს მაღალი სიჩქარის და დაბალი ლატენტობის ინტერნეტ-კავშირი ყველგან და ყველასთვის, დედამიწის ნებისმიერ წერტილში. სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა, და OneWeb-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრიან სთექელმა, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის...

საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით რეგიონში ლიდერობას კარგავს

საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით რეგიონში ლიდერობას კარგავს
access_time2020-01-22 16:30:30
4.5-5% - ეს ის საპროგნოზო მაჩვენებლებია, რომელსაც ეროვნული ბანკი და უცხოური ორგანიზაციები, საქართველოში 2020 წელს ეკონომიკური ზრდისათვის პროგნოზირებენ. ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველოს სომხეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი უსწრებს. ეროვნული ბანკი ახალ საბაზო სცენარს აქვეყნებს, რომელიც მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის უახლეს გამოცემას ეფუძნება. ამ სცენარის მიხედვით, მომდევნო წლებში ეკონომიკური აქტივობა არსებულ ტენდენციას შეინარჩუნებს. ამასთანავე,...

„მოქალაქეებს უნდა მიეცეთ საშუალება, გახდნენ ანაკლიის პორტის თანამესაკუთრეები“

„მოქალაქეებს უნდა მიეცეთ საშუალება, გახდნენ  ანაკლიის  პორტის თანამესაკუთრეები“
access_time2020-01-22 17:30:33
„სწორი და ერთადერთი გზა ანაკლიის პორტის კერძო მეპატრონის ხელში გადასვლა, მისი აქციებად ქცევა და შესაბამისად, ამ გზით, არა თუ 120 მილიონის, არამედ, 1 მილიარდი დოლარის მოზიდვაა,“-ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტმა“, რამაზ გერლიანმა  ისაუბრა და მთავრობის მხრიდან „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტა შეაფასა.მისი თქმით, მთავრობა და ანაკლიის კონსორციუმი ბოლო პერიოდში ანაკლიის...

ავლაბარში სამვარსკვლავიანი Holiday Inn Express-ის მშენებლობა „ელემენტ ქონსთრაქშენმა“ დაიწყო

ავლაბარში სამვარსკვლავიანი Holiday Inn Express-ის  მშენებლობა „ელემენტ ქონსთრაქშენმა“ დაიწყო
access_time2020-01-22 15:30:21
 Holiday Inn Express-ი დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, ავლაბარში 2022 წელს გაიხსნება. სამშენებლო ფართობი 7 903 კვ.მ-ს...

მაია ზავრაშვილი: „გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის წიაღისეულის მიმართ საერთაშორისო საინვესტიციო წრეებში დაბალი ცნობადობა“

მაია ზავრაშვილი: „გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის წიაღისეულის მიმართ საერთაშორისო საინვესტიციო წრეებში დაბალი ცნობადობა“
access_time2020-01-22 14:41:11
„იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული წიაღის რესურსები მაქსიმალურად ჩაერთოს ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში როგორც დასაქმების, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა თუ ექსპორტის კუთხით, ვახორციელებთ წიაღის მასშტაბურ რეფორმას, რაც განავითარებს სანედლეულო ბაზას, გაზრდის ეკონომიკური სარგებლიანობას და საინვესტიციო მიმზიდველობას - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, მაია ზავრაშვილმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში...


მსგავსი სიახლეები

up