აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში ორი კლინიკა გარდაცვლილ პირებს „მოემსახურა“

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში ორი კლინიკა გარდაცვლილ პირებს „მოემსახურა“

access_time2019-02-25 17:03:45

ბათუმში კლინიკას 6 გარდაცვლილ ბენეფიციართან ვიზიტი და მომსახურების გაწევა აქვს დოკუმენტირებული, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.


უფრო კონკრეტულად, უწყების განმარტებით, გარდაცვლილი პაციენტისთვის „მომსახურების“ გაწევა 2016 წელს შპს „ქირურგიულ კლინიკა SALVE“-ს 2 (2 შემთხვევა), ხოლო 2017 წელს „საქართველოს კარიტასს“ (4 შემთხვევა) უფიქსირდება.


ბათუმის მერიის განმარტებით, მსგავს ფაქტებს ვერ გამორიცხავენ, რადგან არ აქვთ ინფორმაცია ბენეფიციართა გარდაცვალების შესახებ, თუმცა მერიას მარტივად შეუძლია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიიღონ შესაბამისი ინფორმაცია და დარღვევები თავიდან აიცილონ.


აღნიშნული დარღვევა სახელმწიფო აუდიტმა 2016-2017 წლებში „მზრუნველობას მოკლებულ ბენეფიციართა მოვლა -პატრონობის და მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარების“ პროგრამაში გამოავლინა. ქვეპროგრამის ერთ-ერთ კომპონენტის ბინაზე მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება წარმოადგენს. ამ პროგრამის ბიუჯეტი აღნიშნულ წლებში 135 044 ლარი იყო.



2016 წელს ამ მომსახურებისთვის ბათუმის მერიამ ხელშეკრულება შპს „ქირურგიულ კლინიკა SALVE“-ს გაუფორმა, 2017 წელს კი ა(ა)იპ „საქართველოს კარიტასს“. ბენეფიციართან ვიზიტისას, მიმწოდებელი ადგენს დოკუმენტაციას, სადაც ჩამოთვლილია გაწეული მომსახურებისა და გაცემული წამლების შესახებ დეტალური ინფორმაცია. სახელმწიფო აუდიტმა დოკუმენტების შესწავლით გამოავლინა,რომ არსებული დოკუმენტაცია ვერ ადასტურებს ბენეფიციართა ხელშეწყობას და მათთვის სერვისების მიწოდებას.


„ქირურგიულ კლინიკა SALVE“-ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია უმეტესად არ არის სრულყოფილი, არ შეიცავს ბენეფიციარის ხელმოწერას და მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, ასევე შეუძლებელია იმის გარკვევა ვინ მოემსახურა ბენეფიციარს.


გამოვლენილი დარღვევებიდან გამომდიდარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ბენეფიციართათვის სოციალური მომსახურების მიწოდების რეალობა მაღალ რიკს შეიცავს და შესაძლოა, საბიუჯეტო სახსრები არამიზნობრივად დაიხარჯოს.


სახელმწიფო აუდიტი ბათუმის მუნიციპალიტეტს რეკომენდაციას აძლევს გააძლიეროს პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტის ხარჯვის მონიტორინგი და გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს.


ipn.ge





„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up